2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7861 ადამიანი, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დეპორტირებულთაგან ყველაზე მეტი, 705 საქართველოს მოქალაქეა, 665 ჩრდილოეთ მაკედონიის და 659 ავღანეთის. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
დეპორტირებულებიდან 1664 ქალია, 1375 კი არასრულწლოვანი.
გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ნებაყოფლობით დატოვა ქვეყანა, 4892 ადამიანმა მიიღო ფედერალური დაფინანსება სამშობლოში დასაბრუნებლად, ხოლო 2309 ადამიანმა მიიღო სახელმწიფო ან ადგილობრივი დაფინანსება.
კანონის თანახმად, მათ, ვისი თავშესაფრის განაცხადი უარყოფილია, ვიზას ან ბინადრობის ნებართვას ვადა გაუვიდა, გერმანია უნდა დატოვონ. საიმიგრაციო ორგანოებმა უნდა განახორციელონ მათი დეპორტაცია, თუ არ არსებობს შემამსუბუქებელი ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა ან დროებითი შეჩერების სხვა საფუძველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში დეპორტაციის 520 მცდელობა ჩაიშალა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და მფრინავების ან ავიახაზების უარის გამო.
ივნისის ბოლოსთვის, გერმანიაში იმყოფებოდა 279 098 ადამიანი, ვინც თავშესაფარი ვერ მიიღო, თუმცა მათგან თითქმის 225 000-ს ჰქონდა გადავადების უფლება.
ბუნდესტაგში მემარცხენე პარტიის მიგრაციის პოლიტიკის სპიკერის, კლარა ბიუნგერის განცხადებით, გაზრდილი დეპორტაცია ძალიან ხშირად აიძულებს ხალხს, დაბრუნდნენ ისეთ ადგილებში, სადაც ისინი აწყდებიან ომს, უკიდურეს სიღარიბეს და უიმედობას.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ნენსი ფეზერს სურს, გაამკაცროს დეპორტაციის წესები. ამ თვის დასაწყისში მან წარადგინა დოკუმენტის პროექტი, რომელიც პოლიციას მეტ უფლებამოსილებას მისცემს, დეპორტაციის აღსრულების მიზნით.
ევროკავშირი ასევე მუშაობს თავშესაფრის სისტემის რეფორმებზე, რომელიც დეპორტაციის წესებში ცვლილებებს მოიცავს.
