ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიაში დაადასტურეს. გიორგი გახარია დღეს ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ „ქართულ ქარტიას“ ხელი ივნისში მოაწერა. მაშინ გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს უერთებოდნენ და იღებდნენ პოლიტიკურ ვალდებულებას მათი გატარების მხარდაჭერაზე. თუმცა, ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხთან დაკავშირებით პარტიაში აღნიშნავდნენ, რომ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. დოკუმენტი ითვალისწინებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, რეფორმების განხორციელებას და ამის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ გააუქმებენ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, მათ შორის, რუსულ კანონს; ასევე, გააუქმებენ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია. გარდა ამისა, ისინი დებენ პირობას, რომ კლანური მმართველობისგან გაათავისუფლებენ მართლმსაჯულების სისტემას და გაატარებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას. რეფორმები შეეხება პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ანტიკორუფციულ სააგენტოს, ეროვნულ ბანკს, მარეგულირებელ ორგანოებს, საარჩევნო სისტემას.
„ქართულ ქარტიას“ ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები და ოპოზიციონერი დეპუტატები:
- „საქართველოს მწვანეთა პარტია“ - გია გაჩეჩილაძე
- „სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია
- „დროა“ - ელენე ხოშტარია
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - ზურაბ ჯაფარიძე
- „ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია
- „კანონი და სამართალი“ - თაკო ჩარკვიანი
- „ლელო საქართველოსთვის“ - მამუკა ხაზარაძე
- „ახალი“ - ნიკა მელია
- „მოქალაქეები“ - ქეთევან თურაზაშვილი
- „ანა დოლიძე ხალხისთვის“ - კახაბერ დვალიშვილი
- „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - ირაკლი ჯამბურია
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ - პაატა მანჯგალაძე
- „ევროპული საქართველო“ - გიგა ბოკერია
- „რესპუბლიკური პარტია“ - დავით ბერძენიშვილი
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თინა ბოკუჩავა
- „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე
- „ეროვნულ - დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა
- პარლამენტის დეპუტატები: ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, არმაზ ახვლედიანი.
დღეისთვის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან „ქართულ ქარტიას“ ხელს არ აწერს „გირჩი“.