ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს. პარტია ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს მხარს უჭერს, თუმცა, არ იზიარებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და დროებითი მთავრობის ფორმირების იდეას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
დღემდე ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ქარტიასთან შეერთებაზე უარს ამბობდა, „გირჩი“ იყო.
„პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.
რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს.
გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთი მიზანს. ასეთი მიზანი დღეს ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამიტომ, უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად.
არჩევნების დაცვის და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში, პრეზიდენტის როლი, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის, არის გადამწყვეტი. პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ქართულ ქარტიას“ ხელს დღეს, 3 ივნისს, ათონელის სასახლეში აწერენ. მას უკვე შეუერთდნენ ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება), ელენე ხოშტარია („დროა“), გია გაჩეჩილაძე („მწვანეთა მოძრაობა“) და ეკა ბესელია („სამართლიანობისთვის“).
საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ერთიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. დოკუმენტი ითვალისწინებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, რეფორმების განხორციელებას და ამის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
