„გირჩი“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პრეზიდენტის გეგმას ხელს არ აწერს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ერთიან სამოქმედო გეგმას - „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, რეფორმების შესახებ წინადადება მოსწონთ, თუმცა კითხვები აქვთ დროებითი მთავრობის დანიშვნისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ, რის გამოც პრეზიდენტთან და სხვა აქტორებთან მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ. „გირჩი“ [ხვიჩია, მეგრელიშვილი, რაქვიაშვილი] ამ ეტაპზე ერთადერთია, ვინც ქარტიაზე ხელმოწერას არ აპირებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოში არსებობს სამი პოლიტიკური აზრი: „ქოცების“ [ქართული ოცნება],  „ნაცების“ [ნაციონალური მოძრაობის] და ჩვენი - „გირჩი“. ეს დოკუმენტიც ამ აზრის სისრულეში მოსაყვანად არის შექმნილი და არ ითვალისწინებს, ისევე, როგორც ჩვენი გეგმა, ვინმესთან კაოლიციაში შევიდეთ. ამ ეტაპზე, ხელს არ მოვაწერთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით დისკუსიებში მონაწილეობას მივიღებთ. ისე კი საქმე და პრინციპები, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, რომ ჩვენი კოლეგები გააერთიანოს, სწორია და მივესალმები“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით [პარტია „მოქალაქეები“], შინაარსობრივი ერთობის გარეშე „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებენ, - „ოცნების“ დამარცხების გარეშე კი რუსეთში აღმოვჩნდებით. სინამდვილეში, ძალიან მარტივი არჩევანია. პოლიტიკურ პარტიებს ვითარება პრეზიდენტმა კიდევ უფრო გაგვიადვილა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქარტიას შევუერთდებით“.

ქარტიას ხელს მოაწერენ პარტიები: „ახალი“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“,  „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „მოძრაობა ხალხისთვის“.

„სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით და შევუერთდებით“, - თქვა ნიკა გვარამიამ, „ახალის“ ლიდერმა.

გიგა ბოკერია

„იმის რეალურად დემონსტრირება, რომ გვაქვს კონკრეტული საერთო გეგმა აუცილებელ ნაბიჯებზე, ყველა განსხვავების მიუხედავად, ისაა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვდა.

ზუსტი გზავნილი იყო. ეს არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას. ესაა დემონსტრირება, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ გეგმას ისტორიული უწოდა.

„სიცხადე, ცვლილების მკაფიოდ ახსნა. რაც მთავარია, პასუხობს არა რომელიმე პარტიის, არამედ მოქალაქეთა ინტერესებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მასობრივი საპროტესტო აქციებისა და უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურების გამო უკან გაწვეული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში ხელახლა დააინიცირა, 14 მაისს კი, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. „აგენტების კანონი“ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კრიტიკულ მედიას. კანონპროექტის ინიცირებიდან დღემდე, საქართველოში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება, რომლებიც ხელისუფლებამ არაერთხელ დაარბია. სასტიკად გაუსწორდნენ პარლამენტის რამდენიმე წევრს და არაერთ დემონსტრანტს, სპეცრაზმელებმა მათ სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 200-მდე მომიტინგე, რამდენიმე კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. სავარაუდოდ, ხელისუფლების ორგანიზებით აქტიურ მომიტინგეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მათი ოჯახის წევრებს უცნობი პირები ურეკავდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. ამის მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდა. ამ დრომდე ერთადერთი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ჩააგდოს რუსული კანონი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლება უკვე გააფრთხილა იმ პირთა შესაძლო დასანქცირების შესახებ, ვინც ქვეყანაში ძირს უთხრის დემოკრატიას. ერთადერთი, ვინც რუსული კანონის და მმართველი პარტიის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს, რუსეთის ხელისუფლებაა.

საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ერთიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. პარტიებმა 1-ელ ივნისადმე უნდა გადაწყვიტონ, შეუერთდებიან თუ არა „ქართულ ქარტიას“, რომელიც ითვალისწინებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, რეფორმების განხორციელებას და ამის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.