გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრია, რამდენიმე დღის წინ, დისერტაცია მოსკოვში, წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 ივლისს, ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად ქართველმა მიტროპოლიტმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე - „ვაჰანის ქვაბთა“ წესდება: ადგილი და მნიშვნელობა ძველქართულ მონასტრულ ტრადიციებში“.
„ნაშრომი ეძღვნება ერთ-ერთი უძველესი ქართული მონასტრის - ცნობილი ვაჰანის მონასტრის (ვაჰანის ქვაბების) წესდების შინაარსის და მისი შექმნის გარემოებების შესწავლას“, - ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მიტროპოლიტ ანდრიას ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები ამავე უნივერსიტეტის თანამშრომლები ალექსანდრ შჩელკაჩევი და პიოტრ მალკოვი იყვნენ.
„სადისერტაციო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტ ანდრიასთვის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მინიჭებას, ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ქართული მონასტრული ცხოვრების თანამედროვე ტრადიციის განვითარებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მალე ქართულ ენაზე ითარგმნოს და გამოიცეს“, - ვკითხულობთ უნივერსიტეტის განცხადებაში.
უნივერსიტეტი რუსულ ენაზე დაწერილი დისერტაციის ავტორეფერატსაც აქვეყნებს.
წმ. ტიხონის სახელობის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში განათლება აქვს მიღებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსაც (მუჯირი). კერძოდ, მან 2006 წელს დაამთავრა ამ უნივერსიტეტის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2015 წელს, ასპირანტურაში სწავლის დასრულების შემდეგ კი დისერტაცია დაიცვა, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.
