ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის განახლებული პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ამის შესახებ ობრაიენმა სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენის დროს ისაუბრა. სანქციების ოფისის მოქმედი ხელმძღვანელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ასისტენტობის კანდიდატია. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით მას შეკითხვა სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა.
„თბილისში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან კოლეგებთან ერთად ვიყავი. ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, ძალიან გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომები თუ სახმელეთო საზღვრები. ეს უწყვეტი სამუშაოა. ამისთვის დიდი დახმარებაა მიწოდებული. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
სენატორმა შაჰინმა იკითხა შეშფოთებულია თუ არა აშშ იმით, რომ ფრენების განახლება სანქციებისთვის გვერდის ავლას შესაძლებელს გახდის.
„არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებული ვართ, მაგრამ ეს აშკარად არის შესაძლებლობა. ასე რომ, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა ხდება ამ თვითმფრინავებში, როდესაც ისინი უკან, რუსეთში ბრუნდებიან“, - უპასუხა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
ჯინ შაჰინის კიდევ ერთი შეკითხვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში ინსტიტუტების გაძლიერებას ეხებოდა.
„როგორც მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა იმ მოსამართლეთა ჯგუფი, რომლებიც ცნობილნი იყვნენ საქართველოში სასამართლო სისტემაზე კონტროლით. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად. ასე რომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინირებისა და მონიტორინგის გაუმჯობესება არის პროგრესის მიღწევის მთავარი სფერო.
უფრო ფართოდ, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა ჯგუფს საქართველოდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფი მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, თქვენც გინახავთ იგივე ადამიანები. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას - ქართველების 90%-ზე მეტი ამბობს, რომ უნდათ, ევროპის ნაწილი იყვნენ. ამასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს. რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ მთავრობის უკან ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპასთან შესაერთებლად საჭირო რეფორმები რეალურად არის იქ, საითკენაც ქვეყანა მიდის. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ მათ მიერ დაწესებული პირობები ასევე აისახება ჩვენს დახმარებაზე და ჩვენს პირობებში და ჩვენ უნდა დავინახოთ პროგრესი ამ მხრივ მომდევნო თვეებში“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
მისივე თქმით, შემოდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ცნობილი უნდა გახდეს ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე.