დიდთოვლობის გამო, იმერეთის რეგიონში 150-მდე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 30 000-მდე აბონენტი. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილი აქვს ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის. არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“, - განაცხადა ზალკალიანმა.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, დილიდან გზებს 148 ერთეული ტექნიკა, წმენდს.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, გურიაში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს. ჩაკეტილ სოფლებში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშეა დარჩენილი, არის საკვების და მედიკამენტების მიწოდების პრობლემაც.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, როდესაც სახურავი ჩაინგრა და ზედ ბეტონის ფილა (ე.წ. სინკარი) დაეცა.
გურიის მუნიციპალიტეტებში თოვლმა ათობით სახლი დაანგრია და დააზიანა.
დასავლეთ საქართველოში 21 თებერვლიდან ინტენსიურად თოვს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულების დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის გადაწყვეტილება გუშინ, 25 თებერვალს მიიღო. მანამდე, ხალხის დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა.
