საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც ქვეყანაში მოქმედ 21 უმსხვილეს იურიდიულ კომპანიას აერთიანებს, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ხვალ, 28 მაისს, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, პრაქტიკულად გამორიცხავს ქვეყნის ევროინტეგრაციას და გაუმართლებლად ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
„კანონი, არ ემსახურება განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საჭიროებას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სტიგმატიზებას, ზედმეტ და სახიფათო უფლებებს ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, რაც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, მათ შორის გამოხატვის, სიტყვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების და სხვა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების გაუმართლებელ და არაპროპორციულ შეზღუდვას, მედია სივრცის დავიწროებას და ქართული სამოქალაქო საზოგადოების პარალიზებას. კანონის შენარჩუნება, ამავე დროს, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციაში აქცევს“, - აცხადებენ იურისტები.
იურიდიული ფირმების წარმომადგენლების შეფასებით, რომ რუსული კანონის მოქმედება ცდება მხოლოდ ზოგიერთი სუბიექტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და შესაძლებელია გახდეს განსხვავებული აზრის დევნის საშუალება - „შექმნას ქვეყანაში ავტოკრატიის დამყარების შესაძლებლობა“.
„ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეიცავს კანონის დეტალურ, მუხლობრივ შეფასებას, მის შედარებას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებულ საკანონმდებლო პრაქტიკასთან და რომელიც ასკვნის, რომ კანონი შეუსაბამოა საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან.
ამავე დროს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის მიუღებელია კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვა არასათანადო წესით, არადემოკრატიულად და პროფესიული წრეების და ფართო საზოგადოების მოსაზრების სრული იგნორირებით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ბეგიაშვილი და კომპანია (BCO); ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია (BGI); ბირკაია კვანტალიანი; ბიზნეს ლიგალ ბიურო (BLB); ბი-ელ-სი (BLC); აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი (CLI); იუაი (EY); ქართული იურიდიული საკონსულტაციო კომპანია (GLCC); ჯი-ელ-სი-ჯი (GLCG); ქართული იურიდიული ჯგუფი (GLP); გრატა ინტერნეშენალ ჯორჯია (GRATA International); კორძაძის საადვოკატო ბიურო; KMG Georgia; ელთიეი (LTA); მაკგილი (McGill); ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები; ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო (PwC); სუქნიძე და პარტნიორები სვანიძე და პარტნიორები; იურიდიული ფირმა VBAT; ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი.