პირველი ივნისიდან ძალაში შედის მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
კერძოდ, დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.
იქ, სადაც ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება შეუძლებელია, დამსაქმებელი ვალდებულია:
- მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები, მათ შორის, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი;
- სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები;
- მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები;
- სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.
რეგლამენტის მიხედვით, ტვირთის ხელით აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ტვირთი: მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდია; მოუხერხებელი ან ხელმოსაჭიდად რთულია; მოძრავია ან აქვს მოძრავი შიგთავსი; ისეა განთავსებული, რომ მისი აწევა ან გადაადგილება მოითხოვს სხეულის ზედა ნაწილიდან ტვირთის მოშორებას, სხეულის ზედა ნაწილის დახრას ან სხეულის ზედა ნაწილის მობრუნებას; კონფიგურაციის ან/და კონსისტენციის გამო შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის, განსაკუთრებით შეჯახების შემთხვევაში.
სამუშაო გარემოს მახასიათებლებმა შესაძლოა გაზარდოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ: არ არის საკმარისი სივრცე ტვირთის გადასაადგილებელი მოქმედებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, ვერტიკალურად ტვირთის გადაადგილების დროს; იატაკის ზედაპირი უსწორმასწორო ან სრიალაა, რაც ქმნის წაბორძიკების/წაქცევის ან ფეხსაცმლის ასრიალების რისკს; სამუშაო ადგილი ან სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის უსაფრთხო სიმაღლეზე აწევის ან დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში მოძრაობის საშუალებას; იატაკის დონე ან სამუშაოს ზედაპირი არის მრავალდონიანი, რაც განაპირობებს ტვირთის სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილებას; იატაკი ან ფეხის სადგამი არამყარია; ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არ შეესაბამება სამუშაო პირობებს.
რეგლამენტის მიხედვით, დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანების რისკი იზრდება, თუ თუ მასზე მოქმედებს შემდეგი ერთი ან რამდენიმე ფაქტორი: გადამეტებულად ხშირი ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდის ხერხემალზე; არასაკმარისი დრო ფიზიკური დასვენების ან ენერგიის აღდგენისთვის; გადამეტებული ინტენსივობით ტვირთის აწევა, დაშვება ან შორ მანძილზე გადატანა; სამუშაო პროცესით გამოწვეული სამუშაოს შესრულების ტემპი, რომლის შეცვლაც დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის მიერ შეუძლებელია.
დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობა შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ, თუ: მისი ფიზიკური მონაცემები ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მისთვის მიცემულ კონკრეტულ დავალებას; ატარებს სამუშაოსთან შეუსაბამო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან სხვა ინდივიდუალურ საშუალებებს; არ აქვს სათანადო ცოდნა ან არ გაუვლია შესაბამისი სწავლება.
რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების გაკონტროლება შრომის ინსპექციის სამსახურის მოვალეობაა. შრომის კანონმდებლობით, რეგლამენტის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციებია - გაფრთხილება, ჯარიმა და სამუშაო პროცესის შეჩერება.
შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულს შეუძლია დარეკოს შრომის ინსპექციის ცხელ ხაზზე - 15 75. ზარის ავტორის კონფიდენციალურობა დაცულია.