ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ „მპოქსის“, იგივე „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის შემთხვევების მატება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აფრიკის მზარდი რაოდენობის ქვეყნებში ძალიან დიდი შეშფოთებას იწვევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 2 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გებრეისუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაცია სიტუაციას მართავს და კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე დაავადებას ეფექტურად ებრძვის.
„დღეს საგანგებო სიტუაციების კომიტეტი შეიკრიბა და მირჩია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, მე კი მათ რჩევას ვითვალისწინებ. აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „მპოქსის“ ახალი კერების გამოვლენა და სწრაფი გავრცელება და მისი აღმოჩენა სრულიად ახალ მეზობელ ქვეყნებში და შემდგომი გავრცელების პოტენციალი აფრიკაში და მის ფარგლებს გარეთ, ძალიან შემაშფოთებელია.
„მაიმუნის ყვავილის“ სხვა კერების აფეთქებების გათვალისწინებით, აფრიკის სხვა ნაწილებში, ცხადია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქებების შესაჩერებლად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ლაბორატორიებს ვირუსული ნიმუშების გამოსაკვლევად. ჩვენ ადგილზე ვართ, მხარს ვუჭერთ შემთხვევების გამოძიებას და კონტაქტების მოკვლევას, რისკის კომუნიკაციას და საზოგადოების ინფორმირებულობას. ჩვენ ვამზადებთ ჯანდაცვის მუშაკებს და მხარს ვუჭერთ ექიმებს სათანადო ზრუნვის უზრუნველყოფით“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
„მაიმუნის ყვავილი“ ადამიანებში ჩირქოვანი ფერისმჭამელებისა და ბუშტუკების სახით კანზე ვლინდება. გამონაყარი დაავადების ფაზის მიხედვით განსხვავებულია და შეიძლება ჩუტყვავილას ან სიფილისის სიმპტომს დაემსგავსოს. დაახლოებით, 3-4 კვირის შემდეგ კი ვირუსი ქრება. ვირუსი ფატალურია უმეტესად მცირეწლოვანთა შემთხვევაში. „მაიმუნის ყვავილის“ ინკუბაციური პერიოდი 7-დან 21 დღემდეა. სიმპტომთა შორუსაა თავის, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ცხელება, ციება, სისუსტე და ლიმფური კვანძების შეშუპება. დაავადების წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური თერაპია ან ვაქცინაცია ჯერჯერობით, არ არსებობს. თუმცა ექიმები მიიჩნევენ, რომ ჩვეულებრივი ყვავილის აცრა ადამიანს „მაიმუნის ყვავილისგანაც“ იცავს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.
