თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ დიპლომატიურ სამსახურში მისი მუშაობის გეგმები არ შეცვლილა, თუმცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების დანიშვნას ხელს არ აწერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
„პრეზიდენტი არ აწერს ხელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ელჩების დანიშვნას, თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა. მე მზად ვარ, დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას. კომუნიკაცია მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ განვიხილავთ ასევე სხვა ქვეყანაში ელჩობასაც, რა თქმა უნდა, ისევ პარტნიორ ქვეყნებში და მე ჩემს რესურსს გამოვიყენებ მაქსიმალურად, რომ ურთიერთობები გავაღრმაო პარტნიორებთან“, - თქვა ბურჭულაძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ყოფილმა მინისტრმა ტელეკომპანია „პირველთან“ დააზუსტა, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა არ გაგზავნილა: „მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გაიგზავნება კანდიდატურები. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ მზაობას“.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ელჩების დანიშვის პროცესი არ გაუჩერებიათ. მათივე განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა პრეზიდენტისთვის დასამტკიცებლად არ წარუდგენიათ.
პრეზიდენტი ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია. სალომე ზურაბიშვილი 2022 წელს არ ეთანხმებოდა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად აშშ-ში ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის დანიშვნას, თუმცა, შესაბამის განკარგულებას ხელი მაინც მოაწერა. მანამდე მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის დადგენა მოითხოვა, ბაქრაძის დანიშვნის შემდეგ კი საკონსტიტუციო დავა შეწყვიტა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის წარდგენისთანავე დატოვა და განაცხადა, რომ დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გაგრძელებას განიხილავდა. „მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ განვიხილო ნატოში ელჩის თანამდებობა. ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ. სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, თუმცა მაქვს ფიქრის დრო. ეს ოთხი თვე იქნება ჩემთვის, ასე ვთქვათ, თან დასვენების პერიოდი ამ 13-წლიანი საჯარო მოხელეობისგან, ასევე, მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, - განაცხადა ბურჭულაძემ 1-ელ თებერვალს.
2020 წლის მაისიდან ნატოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ვიქტორ დოლიძე იკავებს.
