საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ სსიპ „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ გარშემო სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
სამინისტრომ განცხადება დღეს, 20 ივნისს, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მის ქვეშ კომენტარების დაწერის შესაძლებლობა შეზღუდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კინოცენტრში 10 ივნისს გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და ის სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.
„რეორგანიზაციის მიზანია კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრა-გაუმჯობესებას, სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიღწევას, ასევე, ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს კიდევ მეტად წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციებისათვის ხელშეწყობას, ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას“, - ნათქვამია ვრცელ განცხადებაში.
სამინისტრო „არასერიოზულს“ უწოდებს გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაციის მიზანი კინოში ცენზურის შემოღებაა.
„არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში“, - აცხადებს კულტურის სამინისტრო.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა თანამშრომლების მხრიდან განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს კონკურსების გამოცხადება მოხდება კონკრეტული თემების მითითებით და კინოცენტრი ხალხისთვის ჩაკეტილი ორგანიზაცია გახდება.
რეორგანიზაციის ფარგლებში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დაინიშნა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ დირექტორის მოადგილეების თანამდებობები 12 ივლისიდან უქმდება. გარდა ამისა, რეორგანიზაციის პროცესში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია გახდა.
კინოცენტრის თანამშრომლები რეორგანიზაციის შეჩერებას და კინოცენტრის დირექტორის კონკურსის წესით შერჩევას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო ამ დრომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციის დამორჩილებას ცდილობს. კინოცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერას კინოინდუსტრიის და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მრავალი წარმომადგენელი უცხადებს.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მორიგი უწყებაა, სადაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ რეორგანიზაცია დაიწყო. 2022 წლის მარტში, წულუკიანის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა გაგა ჩხეიძე, რომელიც კინოცენტრის დირექტორი 2005-2018 და 2019-2022 წლებში იყო. სამინისტრო ჩხეიძის გათავისუფლების საფუძვლად მისი საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ასახელებს. გაგა ჩხეიძეს თეა წულუკიანის ბრძანება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
ამ თემაზე:
კობახიძემ „მოთვინიერებას“ სამარცხვინო ფილმი უწოდა და კინოცენტრი გააკრიტიკა