სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად მთავრობის კანცელარიასთან დღესაც მივიდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე ჰკითხა, აპირებს თუ არა პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას ან მედიაციის განხორციელებას.
„არასდროს, დროის ამბავი არ არის, არ მოვრიდებივარ შეხვედრებს, მაგრამ რა ინფორმაციაც მქონდა, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ინფორმაცია. ძირითადად, 3 პირი იყო ჩართული, ყოველ შემთხვევაში თავიდან. ახლა არ ვიცი, როგორ არის ამ აქციის ორგანიზებაში. ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები, რაც სამწუხარო მოვლენაა.
რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის, ერთ-ერთ პირს ჰქონდა 80 000 ლარი აღებული კომპენსაცია, მეორეს 50 000, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო აღებული, ჩაბარებული, მოვიდა არჩევნები და… ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, თუ ეს ტყუილია და არასწორია... გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგები თქვენ წინაშე. თუ ამ სამ ადამიანს ნამდვილად აქვს აღებული ეს თანხა, მაშინ ამ სამმა ადამიანმა რატომ დაიწყო ეს პროტესტი?
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არასდროს ვერიდებოდი ადამიანებთან შეხვედრას და აქაც მზად ვარ, მაგრამ მთავარია, წესები დავიცვათ.
გპირდებით, შემდეგ ბრიფინგამდე მე ჩავეძიები, ვნახავ უფრო დეტალურად რა ხდება იქ.
თუ სადმე ირღვევა სამართლიანობის პრინციპი, რა თქმა უნდა, წინ ვერაფერი ვერ უნდა დაუდგეს პრინციპის რეალიზებას.
შეხვედრა იცით, რაზეა დამოკიდებული? თუ პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის აქციის მონაწილეების მხარეს და პლუს არ არსებობს რესურსი, რომ მოგვარდეს ურთიერთობები კომპანიასა და ამ პირებს შორის, ამ შემთხვევაში საჭიროა შეხვედრა, მაგრამ თუ სხვა რესურსი არსებობს, ამ შემთხვევაში ჯობია, რომ კომპანია და შესაბამისი პირები მოგვარდნენ ერთმანეთთან“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტთან შუქრუთელების აქციის 16 მონაწილე შიმშილობს, მათ შორის, 8 ქალი.
შუქრუთელებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც მანგანუმის მოპოვების შედეგად მათ სახლებს ანგრევს, ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეაფასებინოს და სამართლიანი კომპენსაცია გასცეს. თბილისში ჩამოსვლამდე 6 თვის განმავლობაში შუქრუთის მცხოვრებლები აქციას ჭიათურაში მართავდნენ, მაგრამ ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიქციეს.
აქციის მონაწილეებიდან 18 ოჯახს ზიანის საკომპენსაციოდ არცერთი თეთრი არ აქვს მიღებული. რამდენიმე ოჯახისთვის მიზერული თანხა აქვთ ჩარიცხული. „ჯორჯია მანგანეზს“ მხოლოდ 6 ადამიანისთვის აქვს გადახდილი შედარებით სოლიდური ანაზღაურება, ზოგიერთ შემთხვევაში ავანსის სახით.