თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-დან 194 კილომეტრამდე მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, 147-ე კილომეტრზე მცირე ქვათაცვენის გამო, გზის გაწმენდაა საჭირო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პატრიარქი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ილია II საავადმყოფოში მასიური სისხლდენით გადაიყვანეს
„გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმით აღდგება.
რიკოთის უღელტეხილი, 149-ე კილომეტრზე საშიში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, 30 მარტს ჩაიკეტა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა 8 აპრილს, სპეციალური რეჟიმით განახლდა. გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 07:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში დასაშვები იყო მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე - სატვირთო ავტომანქანები მოძრაობდნენ.
19 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კილომეტრზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. 13 მარტს, მეწყერი ჩამოვიდა უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მე-10 კილომეტრზე და მშენებარე გვირაბის ნაწილი დააზიანა.
ამ თემაზე:
როცა ასეთ გზას აშენებ, ეს არ არის სრულყოფილი კვლევა - გოდოლაძე რიკოთის პროექტზე
