პარტია „მოქალაქეები“ გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტიის ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მიუხედავად ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების, „გირჩელების“ პატივისცემისა, ჩვენი პარტია მხარს არ დავუჭერთ კვოტირების გაუქმებას, ვინაიდან ეს ახლა, ამ ვითარებაში არასერიოზულად მიგვაჩნია. გულახდილად რომ გითხრათ, მე ცოტა უცნაური პოზიცია მაქვს - ეს ჩემი პირადი პოზიციაა - არც მომხრე ვარ კვოტირების და არც გაუქმების. მე მომხრე ვარ იმის, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. თუ კვოტირება არის და იყო გზა იმისთვის, რომ ეს წაგვეხალისებინა, რატომაც არა.
წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო კვოტირების გადაწყვეტილება და მთელი ბაქი-ბუქი გვქონდა, ევროპელებს ვეპრანჭებოდით - ნახეთ, რა მაგარი რაღაც მივიღეთო და ერთი მოწვევის პარლამენტიც არ გვყოლია კვოტირებული, რომ ისევ გაუქმება გვინდა. მოდით, ვნახოთ საკრებულოების, პარლამენტის დონეზე როგორი ეფექტი ჰქონდა ამას, პოზიტიურ დისკრიმინაციას რომ ეძახით. ვნახოთ, ავწონ-დავწონოთ, სტატისტიკა ვნახოთ, შედეგები ვნახოთ და თუ გაამართლა, თუ ქალები გააქტიურდნენ - და აშკარაა, რომ გაამართლა - მაშინ დავტოვოთ. რატომ ვჩქარობთ და რატომ გვინდა ყოველგვარი აწონ-დაწონვის გარეშე გავაუქმოთ“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. მდუმარე დეპუტატებს შორის მხოლოდ მამაკაცი დეპუტატები ხვდებიან. მაგალითად, 2022 წელს პარლამენტის 18-მა წევრმა, ათმა უმრავლესობიდან და რვამ ოპოზიციიდან, პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა.
„ესეც გვეუბნება, რომ ქალები პარლამენტში აქტიურები არიან - მმართველი პარტიიდანაც აქტიურები არიან და ოპოზიციიდან ხომ არიან და არიან. შესაბამისად, კვოტების გაუქმება კიდევ უფრო უცნაურად ჩანს. ჩემი აზრით, კვოტების გაუქმება კი არა, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის შემცირება. ამ ქვეყანას არ სჭირდება 150 დეპუტატი. 100 დეპუტატი აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანომ იმუშაოს და ხალხმაც ნახოს, ვინ რას აკეთებს პარლამენტში“, - განაცხადა ელისაშვილმა.
„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პარტია „გირჩის“ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას და პარტიული საარჩევნო სიის შედგენისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. პარლამენტმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილავა გადაწყვიტა.
2020 წელს, მმართველი პარტიის მხარდაჭერით, საარჩევნო კოდექსში, შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარტიები ვალდებულნი არიან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია შეადგინონ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს ქალი. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2023 წლის თებერვალში, გენდერული კვოტირების წესის მოქმედება 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა. გენდერული კვოტირება ეხება მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც. კერძოდ, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.