რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილემ განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სხვა სახელმწიფოში გადატანა აუციელებელია და ამ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად მუშაობა გრძელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მიხაილ გალუზინის თქმით, რუსული მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს მოლაპარაკების ფორმატის აქტუალურობას, მაგრამ ამავე დროს, მხარს უჭერს მისი ადგილის შეცვლას.
„ჩვენთვის ეს ორი განსხვავებული საკითხია. ერთი მხრივ, მოლაპარაკებების პლატფორმამ წლების განმავლობაში თავისი სარგებლიანობა დაამტკიცა. დიდწილად, მისი წყალობით არის შესაძლებელი შედარებით სიმშვიდის შენარჩუნება საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში და „ადგილზე“ დაძაბულობის ესკალაციის რისკების შეკავება. მეორე მხრივ, ჟენევიდან დისკუსიების გადატანის აუცილებლობა ნაკარნახევია ობიექტური მიზეზებით, რაც გამოწვეულია შვეიცარიის ნეიტრალიტეტის საბოლოო დაკარგვით უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის კონტექსტში.
„კოლექტიური დასავლეთის“ აგრესიულ ხაზში ბერნის პრაქტიკული მონაწილეობის მრავალი მაგალითი არსებობს, ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებთან შეერთებისა და კიევის რეჟიმის მიმართ სოლიდარობის ჩათვლით. სწორედ ამ გარემოებებმა გვაიძულა დაგვეყენებინა მოლაპარაკებების გადატანის საკითხი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის ხელისუფლება, პირველ რიგში, თავს შეიკავებდა ყოველგვარი ნაბიჯისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოლაპარაკების პროცესის რომელიმე მონაწილის ინტერესებს და მეორე, ექნებოდა საერთაშორისო დიალოგის ფორმატების მასპინძლობის საკმარისი გამოცდილება.
ჩვენ ნაადრევად მივიჩნევთ კონკრეტული დედაქალაქების და „გადასვლის“ შესაძლო თარიღების დასახელებას, ვინაიდან ამ საკითხის გადასაჭრელად საჭირო კონსენსუსის ჩამოყალიბებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. აფხაზი და სამხრეთ ოსეთის მოკავშირეები რუსეთის პოზიციას სრულად ეთანხმებიან“, - განაცხადა გალუზინმა ახლახანს მიცემულ ინტერვიუში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის წარმომადგენლები. ჟენევის მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს: პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების და სხვა ჰუმანიტარულ საკითხების.
30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „წლებია, მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, მათ შორის, ეუთოს თანათავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება“.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის ადგილის შეცვლის შესახებ რუსეთი უკვე ორი წელია საუბრობს. პირველად საჯაროდ ეს საკითხი 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჟღერდა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევლად იქცა“ და მოლაპარაკებების პროცესის „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანაზე მიუთითა.