რუსეთის ხელისუფლება 7-9 მარტს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მიღმა ხედავს დასავლეთის სურვილს, საქართველოში ვითარება შეარყიოს და ხელისუფლება დაარწმუნოს, რუსეთთან ურთიერთობა გაწყვიტოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა. მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
RTVI-სთან ინტერვიუში გალუზინმა კომენტარი გააკეთა კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს თბილისის ბოლოდროინდელმა პროტესტებმა ორმხრივ ურთიერთობებზე.
„მარტის საპროტესტო აქციების მიღმა ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, ვითარება შეარყიოს რესპუბლიკაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას, გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთთან“, - თქვა მან.
გალუზინის განცხადებით, „გარედან მზარდი ზეწოლისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად“, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვითარდება, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია რუსეთსა და საქართველოს შორის, რომლებიც საერთო ისტორიითა და კულტურით, მილიონობით ადამიანის ბედის შერწყმით არიან გაერთიანებული, სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მიხაილ გალუზინმა აღნიშნა, რომ „ორ სახელმწიფოს შორის არსებული ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად“ მოსკოვისა და თბილისის ერთობლივი მუშაობა „წარმატებული რუსულ-ქართული თანამშრომლობის“ მაგალითია: „ქართული მხრიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ჩვენი მხრიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება. საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ დავუშვათ ამ სატრანსპორტო არტერიის გამტარუნარიანობის შემცირება“.
7-9 მარტს, თბილისში ათობით ათასი ადამიანი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდველ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 7 მარტს დაუჭირა და მასზე უარი 10 მარტს, პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად თქვა. საპროტესტო აქციები ხელისუფლებამ ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია.
ამ თემაზე:
კობახიძის თქმით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მიზანი ხელისუფლების გადატრიალება იყო
