რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი შოვის სტიქიაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„არამარტო ამ ხეობაში, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასოდეს არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში, როდესაც სოფელი ხახიეთი ჩაიმარხა. ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში“, - განაცხადა გეოლოგმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გაფრინდაშვილის შეფასებით, კურორტ შოვში სტიქია ერთი და იგივე დროს, ერთსა და იმავე ლოკაციაზე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ გამოიწვია.

„3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, მდინარე ბუბის ხეობაში, კურორტი შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიას, თანხვედრას ერთი და იგივე დროს, ერთსა და იმავე ლოკაციაზე. კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის  ინტენსიური დნობა, ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში - მყინვარი თბილისა და ბუბა, ამას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი. ამ უხვმა ნალექმა, ამ წყლის ნაკადმა დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. ყველაფერი ეს ღვარცოფში გადაიზარდა და შედეგად მივიღეთ ის, რაც თქვენთვის ცნობილია“, - აღნიშნა გეოლოგმა.

მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქიის განმეორება მოსალოდნელი არ არის:

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგები, ჰიდროლოგები უმოკლეს პერიოდში შევიდნენ სტიქიის ზონაში, ჩაერთნენ სამუშაოებში. ექვსი ჯგუფია გასული და მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი. ვერტმფრენებით ხდება შემოვლა. ჩვენი ინფორმაციით და მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია, ამ ეტაპზე, მოსალოდნელი არ არის. დასტაბილურდა სიტუაცია, კვლევები მიმდინარეობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტიქია რომელიც გუშინ ამ ლოკაციაზე განვითარდა, სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან - რთული მორფოლოგიური და გეოლოგიური პირობები და ის პროცესები, რომლებიც ამ რთულ რეგიონს თავს დაატყდა. ამ ეტაპზე, განმეორების საფრთხე არ არსებობს“.

ჟურნალისტების კითხვას, ხეობაში 3 წლის წინ ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ რატომ არ გატარდა პრევენციული ზომები, გაფრინდაშვილმა უპასუხა, რომ მსოფლიო მასშტაბით არ ყოფილა და ვერც იქნება შემთხვევა, რომ ვინმეს მსგავსი მასშტაბის და კომპლექსურობის სტიქიის პროგნოზი გაეკეთებინოს.

შოვში სტიქიის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე ჩამოწვა, რამაც ხეობაში ღვარცოფი გამოიწვია. აქტიური სტიქიური პროცესები საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროები და კოტეჯები ჭალაშია აშენებული, ღვარცოფმა კი მთელი ჭალის ტერიტორია მოიცვა. განადგურებულია მცირე ზომის კოტეჯები, დაზიანდა სასტუმროებიც. ღვარცოფმა ავტომობილები წაიღო.

სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია თითქმის 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ღვარცოფმა ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. ვერტმფრენების მისვლის დროსთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ „ყველაფერს და მათ შორის, ვერტმფრენსაც, გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.