საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ შოვში სტიქიის ზონაში დახმარების მსურველი ადამიანების მიზანი, „რიგ შემთხვევაში“, ხელისუფლების მიმართ ნეგატიური აღქმის ჩამოყალიბებაა. ამის შესახებ პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„სოციალურ ქსელში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დახმარებების შეგროვების შესახებ, იქნებოდა ეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი თუ მედიკამენტები, მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო.
ასეთი აქციების მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგი შოვის ტრაგედიის შესახებ დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების „მხილებას“ მიუძღვნა. მისი თქმით, „ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა“.
პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაესხა თავს გარემოსდაცვით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს და გამოცემა „მთის ამბებს“, რომელმაც 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა.
პაპუაშვილი თავს ესხმის ექსპერტებს, რომლებიც შოვის სტიქიაზე დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ
3 აგვისტოს სტიქიამ კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მოვარდნილმა ღვარცოფმა მიწასთან გაასწორა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმრო, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სტიქიას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვეპრლა. დღეს, 9 აგვისტოს მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს, რომელთაგან ერთ-ერთი მოზარდისაა. 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც გარდაცვლილებს, ისე დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო.
