საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და აკრძალვის შემდეგ, ლოგიკური იქნება, პარლამენტში არჩეული დეპუტატების მანდატების გაუქმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე ეს იქნებოდა ლოგიკური“, - განაცხადა კობახიძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ 5%-იან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შექმნილი გაერთიანება გადალახავენ. შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული გახდება, მან უპასუხა, რომ „პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული“.
„მოლდოვის პარლამენტი დღეს პრაქტიკულად ერთპარტიულია, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში, ისე უკრაინაში.
მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით. ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვაზე. „შესაძლოა, პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, საჩივარი შეიძლება მოვამზადოთ, შეიძლება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას“, - თქვა მან.
მმართველი პარტია ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ თითქმის ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მოიაზრებს: „ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს სამართლებრივადაც მტკიცდება. როცა გახარია და „ნაცმოძრაობა“ერთად ქმნიან კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში, აქ სამართლებრივად დასტურდება, რომ ისინი რეალურად ერთ საქმეს აკეთებენ და ერთ საქმეს ემსახურებიან. ამიტომ სამართლებრივი საჩივარი თუ სარჩელი იქნება სათანადოდ დასაბუთებული და დამტკიცდება ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთად ემსახურება დანაშაულებრივ საქმეს“.
ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლისთავზე „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 მანდატის მოპოვების შემთხვევაში, წამოიწყებს სამართლებრივ პროცესს, „რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება“.