მოლდოვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. სასამართლო დაეთანხმა სარჩელის ავტორის, მთავრობის არგუმენტებს, რომ პარტია საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. „შორის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
19 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი როშკამ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან პარტია „შორი“ ითვლება დაშლილად, პარტიულ დოკუმენტებს არ გააჩნია იურიდიული ძალა, იუსტიციის სამინისტრომ უნდა შექმნას სალიკვიდაციო კომისია და „შორი“ იურიდიული პირების რეესტრიდან ამოიღოს. პარლამენტში პარტიის დეპუტატები მანდატს შეინარჩუნებენ, თუმცა დამოუკიდებელ წევრების სტატუსით ისარგებლებენ და სხვა ფრაქციებში გაწევრიანების უფლება არ ექნებათ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას საზოგადოება ელოდა.
„პარტია, რომელიც შეიქმნა კორუფციის გზით და კორუფციისთვის საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა სანდუმ და აღნიშნა, რომ მოლდოვა უნდა იქცეს სახელწიფოდ, რომელიც კორუფციონერებს სჯის და ხელს უშლის სახელმწიფო სახსრების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.
პარტია „შორი“ მისი დამფუძნებლისა და ლიდერის, ოლიგარქ ილან შორის სახელ ატარებს. შორს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი საბანკო თაღლითობისა და ფული გათეთრებისთვის. 2019 წელს ის ქვეყნიდან გაიქცა. ილან შორს ისრაელის მოქალაქეობა აქვს და მოლდოვის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, სწორედ ისრაელში იმყოფება. ის თანამოაზრეებთან სოციალური ქსელების გამოყენებით ურთიერთობს და არ მალავს, რომ მოლდოვის ხელისუფლების შეცვლა სურს.
„პირველ რიგში, სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც ტოტალურ ბრძოლას ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. მეორე - ეს გადაწყვეტილება არის არა დარტყმა პირადად ჩემზე ან პარტიაზე, არამედ სილის გაწვნა მოლდოვის ასობით ათასი მოქალაქისთვის, რომელიც მხარს პარტია „შორს“ უჭერს. მესამე - გადაწყვეტილება მიიღო კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუს პირადი ადვოკატია, მისი ქალიშვილი კი პრეზიდენტის აპარატში მუშაობს.
ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ყველაფერი მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის საელჩოების კოორდინირებით“, - განაცხადა ილან შორმა რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანია „როსსია 24-თან“ ინტერვიუში.
2021 წელს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „შორმა“ ხმების 5.74% მოიპოვა და პარლამენტში ხუთი დეპუტატის გაყვანა შეძლო. პარტიის ლიდერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და იპოვიან სამართლებრივ გზებს, როგორ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
2023 წლის მაისში, ევროკავშირმა ილან შორს და მისი პარტიიდან წევრს, მარინა ტაუბერს მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო სანქციები დაუწესა. შორი სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერაც.