ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, სერიოზულად შეხედონ რეფორმებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი რამის სწავლა შეუძლია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან.
„რაც შეეხება საქართველოს, გასული წლის 12 პრიორიტეტს და ამჟამინდელ 9 ნაბიჯს, პარლამენტის როლი გადამწყვეტია. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, ამ რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამგვარად უდგებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ. არ დაუშვათ შეცდომა. ეს რეფორმები ტრანსფორმაციული უნდა იყოს. არ შეიძლება დავიწყება, რომ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე 9 რეკომენდაციაზე მუშაობა“, - განაცხადა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიში ადგენს მკაფიო ნაბიჯებს ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან (acquis) შესაბამისობაში მოსაყვანად.
„ევროკავშირის ამ რეკომენდაციებზე საჭიროა ერთობლივი მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუ საქართველოს სურს იცოდეს, რა გააკეთოს მომავალ თვეებსა და წლებში, პასუხების უმეტესობა ამ ანგარიშშია. ხშირად რეკომენდაციები ერთნაირია: მიიღეთ კანონი, შექმენით აუცილებელი ადმინიტრაციული სტრუქტურა, დაუთმეთ დრო ამ ადმინისტრაციული სტრუქტურის დაკომპლექტებას, განავითრეთ შესაძლებლობები და შემდეგ განახორციელეთ acquis. ბევრი სფერო დროს და ხარჯებს მოითხოვს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო იოლი იქნება და როგორც კი წარმატებას მიაღწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კერძო სექტორიდან. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც მოაქვს ევროკავშირის წესების გამოყენებას და ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას.
თუკი ერთი პოლიტიკური ფაქტორი უნდა დავასახელო, რომელიც აჩქარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას და აშკარად ეფუძნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას, ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეროვნული კონსენსუსის განვითარება.
ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს“, - აღნიშნა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა და მნიშვნელოვანია ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე ფოკუსირება, როგორებიცაა - კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ძირითადი უფლებები და სასამართლოს დამოუკიდებლობა.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)