„მე ვცემე“ - მშვილდაძესა და ჯაფარიძეზე თავდასხმა სოციალურ ქსელში იდენტური ტექსტებით აღიარეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ისეთივე ფორმითა და ტექსტით აღიარებს, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელმა გააკეთა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს, საღამოს, იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ქუჩაში მარტო გადაადგილდებოდა და სუპერმარკეტში შედიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა დამნაშავე.

„მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, „კარფურთან“, სადაც მიშა მშვილდაძეს ვცემე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და ამბობს, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე, ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც არსად დამალვას არ ვაპირებ“, - წერს ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში.

17 ივნისს, სოციალურ ქსელით იდენტური ტექსტი გაავრცელა სოსო მაისურაძემაც, რომელიც მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს და დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სოსო მაისურაძე ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკურად გორში, ავტობანზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ ავტოსადგომზე გაუსწორდა.

„მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე. იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს. არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს, - წერდა სოსო მაისურაძე.

როგორც სოსო მაისურაძემ, ისე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა Facebook-ში გამოქვეყნებული ამ განცხადებების ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნეს.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში თავს დაესხნენ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილსაც. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა იმ დროს, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოსული ბერძენიშვილი ავტომობილისკენ მიდიოდა. უცნობმა მამაკაცმა მისი მიმართულებით კვერცხები ისროლა და „მოღალატე“ უწოდა.

მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილ და განსხვავებული მოსაზრების მქონე პირებზე თავდასხმები სავარაუდოდ წინასწარ ორგანიზებულია.

„წლების განმავლობაში არაფერი მსგავსი არ მომხდარა. თავდასხმა ზუსტად ისევე დაგეგმილი, მომზადებული და კოორდინირებული იყო ხელისუფლების მხრიდან მართული სადამსჯელო ზონდერ ჯგუფების მხრიდან, როგორც წინა შემთხვევებში, სხვებზე თავდასხმის დროს. ცხადია, აქ იგივე ხელწერაა. არ ერიდებიან კამერებს, რადგან იციან, რომ მერე სადღაც შეღავათი ექნებათ - მიუსჯიან მსუბუქ სასჯელს. ერთი და იგივე ამბავია“, - ამბობს მიშა მშვილდაძე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.