საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 10-12 აპრილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით გამგზავრების ნებართვა არ მისცა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აპრილს მოაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
გუშინ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების, განსაკუთრებით კი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის ინიცირების გამო და საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ევროპას ყველა მიმართულებით უთხრა „არა“.
სალომე ზურაბიშვილმა მთავრობისგან არაერთხელ მიიღო უარი საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე. მიმდინარე წლის თებერვალში ის მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა გერმანიაში, მიუნხენის კონფერენციაზე.
2023 წელს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ათზე მეტი საგარეო ვიზიტი დაუბლოკა, მათ შორის, უკრაინაში.
პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს მაშინაც, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილებოდა. ამის გამო „ქართული ოცნების“ იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 დეპუტატის ხმა პარლამენტში ვერ მოაგროვა.
სალომე ზურაბიშვილს, მოქალაქეების მიერ პირდაპირი წესით არჩეულ ბოლო პრეზიდენტს, უფლებამოსილების ვადა წელს ეწურება. მომავალ პრეზიდენტს, 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია ფარული კენჭისყრით, ხუთი წლით აირჩევს. კოლეგიაში პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები შედიან.
