2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის უქმე დღეები 3 მაისს დაიწყება და 13 მაისამდე, ორშაბათამდე გაგრძელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.
ამასთან, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, უქმეა სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი და ორშაბათი, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს ეს გარდამავალი თარიღები 3, 4 და 6 მაისს ემთხვევა. ასევე უქმეა 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა დააინიცირა ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, 15 აპრილიდან, თბილისში, ყოველდღე იმართება აქციები ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“. განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო 28 აპრილის დემონსტრაცია, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
