„ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს“. არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა „მწერალთა სახლის“ დირექტორად დეპუტატ ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ გაავრცელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
4 სექტემბრიდან სსიპ „საქართველოს მწერალთა სახლს“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. შესაბამის ბრძანებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელი უკვე მოაწერა. დუმბაძე, რომელიც მარტში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს უჭერდა მხარს, მწერალთა სახლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნატა ლომოურს შეცვლის.
განცხადების ხელმომწერები ნატა ლომოურს მხარდაჭერას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ „მწერალთა სახლის“ დაარსების დღიდან, ის „ გუნდთან ერთად ქმნიდა და ახორციელებდა უმნიშვნელოვანეს პროექტებს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურისთვის.
„ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.
როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას.
მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა „მწერალთა სახლი“, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.
მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ამ დროისთვის განცხადებას ხელს აწერენ:
- იაკი კაბე
- გვანცა ჯობავა
- ლაშა ბუღაძე
- რატი მუჯირი
- ნინა სურამელაშვილი
- რატი ამაღლობელი
- დარეჯან კიკოლიაშვილი
- გია გოკიელი
- გიორგი შონია
- შორენა ლებანიძე
- ბუბა კუდავა
- მაკა კასრაძე
- ნათია გიორგაძე
- ნათია ორმოცაძე
- მაშო სამადაშვილი
- თაკო ლონდარიძე
- ელენე ჯაფარიძე
- თამარ კორკოტაშვილი
- დალილა გოგია
- მანანა მათიაშვილი
- ანი მილაშვილი
- თინა მამულაშვილი
- თეკლა ქველაძე
- თაკო კიკვაძე
- ნატო გორდელაძე
- დათო გორგილაძე
- რუსუდან რუხაძე
- ნატო ალხაზიშვილი
- მაია ბადრიძე
- მაია ცირამუა
- ეკატერინე ტოგონიძე
- ივა ფეზუაშვილი
- შოთა იათაშვილი
- ნატო კვარაცხელია
- ბექა ადამაშვილი
- ინგა ჟღენტი
- ბელა ჩეკურიშვილი
- ლელა კურტანიძე
- მაია კუდავა
- ზვიად კვარაცხელია
- თამთა მელაშვილი
- ბესო სოლომანაშვილი
- ირაკლი სოლომანაშვილი
- მაგდა ნოვაკოვსკა
- კოკა ქამუშაძე
- ნიკოლოზ აგლაძე
- ზურა პაპიაშვილი
- ბათუ დანელია
- თეონა დოლენჯაშვილი
- ნინია ნადირაძე
- ქეთი ქანთარია
- მაია ლიპარტელიანი
- სალომე ბენიძე
- გიორგი ხარაიშვილი
- ირინე ჭოღოშვილი
- მაიკო დანელია
- ლელა კოდალაშვილი
- ია ჯინჭარაძე
- ნინი ელიაშვილი
- სოფიო კუბლაშვილი
- მაკო ჯანჯიბუხაშვილი
- მაია ალუდაური
- მაკა ლდოკონენი
- ზაალ ანდრონიკაშვილი
- გაგა ნახუცრიშვილი
- თორნიკე სიბაშვილი
- ანა კოპალიანი
- თამარ კვიჟინაძე
- ეკა ქევანიშვილი
- ლელა დუმბაძე
- ნიკა ლაშხია
- ლანა კალანდია
- ირაკლი ლომოური
- ხათუნა თავდგირიძე
- სანდრო ნავერიანი
- ნუკა ღამბაშიძე
- ანი ყიასაშვილი
- მარიამ კვიციანი
- ამირან რამიშვილი
- თინათინ ბერიაშვილი
- ტორესა მოსი
- წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“
- ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5