ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის შესასვლელში, 11 ნოემბრის საღამოს ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაყვანილია სულ მცირე 5 ადამიანი - ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. მათი გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე ადგილზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, გადაკეტილია გუმისთის ხიდი. პროტესტის ფონზე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
რამდენიმე ადგილობრივი Telegram-ის არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის მთავრობასთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ე.წ. სამთავრობო არხები კი იტყობინებიან, რომ ოპოზიციონერები გადატრიალების მცდელობას ამზადებდნენ, კერძოდ, 8 ნოემბერს, როდესაც დოკუმენტის რატიფიცირების საკითხი განიხილებოდა, „პროვოკატორები ამზადებდნენ შეტაკებას სამართალდამცავებთან და პარლამენტის შენობის შტურმის მცდელობას“.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოპოზიციონერების დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
„დღეს ჩვენი თანამებრძოლები დააკავეს. რის საფუძველზე აკავებენ პოლიტიკურ მოღვაწეებს? დაკავება მოხდა ისე, თითქოს ისინი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იყვნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რომ დაებარებინათ, თვითონ მოვიდოდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ლეგიტიმაციის სრული არარსებობის გაცნობიერებით, ასლან ბჟანიამ გადაწყვიტა ვიღაცის შეშინება ასეთი ვითომ დამაშინებელი მეთოდებით, მაგრამ ამას ყოველთვის საპირისპირო ეფექტი ჰქონდა აფხაზეთში“, - განაცხადა ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ. მისი თქმით, დაკავებულთა შორის ორი ყოფილი „დეპუტატია“.
რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმება 8 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს, რის შედეგადაც განაწყდა, რომ საკითხს განსახილველად პარლამენტის სხდომაზე გაიტანენ.
შეთანხმების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ რუსი ინვესტორებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, ადგილობრივ მეწარმეებს გაანადგურებს. დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, კან კვარჩიამ განაცხადა, რომ შეთანხმება რუს ინვესტორებს აფხაზეთში ბინების აშენების შესაძლებლობას მისცემს. მისივე თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ საკითხზე პარლამენტის უმრავლესობის აზრი არ გაითვალისწინა.
