„2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, - საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის“ საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
- 4 „მოამბის“ წამყვანმა ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა
- 5 თანამდებობა დატოვა ლიეტუვაში საქართველოს ელჩმაც
- 6 სპეცრაზმი პარლამენტთან აქციის მონაწილეებს შლის და აკავებს
მათი შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ და რეკომენდაციების ერთობლიობამ თავის შინაარსით დაადასტურა საარჩევნო შედეგის არალეგიტიმურობა, რაც ხელახალი არჩევნების საფუძველია.
„კერძოდ, ეუთო/ოდირის დასკვნა განმარტავს, რომ ორგანიზაციის მანდატი არ გულისხმობს არჩევნებისლეგიტიმურობის დადგენას. მას შეუძლია მხოლოდ საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთანშესაბამისობის შეფასება. თავისთავად ამ ფაქტის ხაზგასმა დოკუმენტში და ლეგიტიმურობის საკითხისამგვარად დაყენება ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც სტანდარტულად ამ ტერმინოლოგიას დასკვნებშიარ იყენებს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ლეგიტიმაციის დეფიციტი.
რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, რომლის შეფასებაც არის ეუთო/ოდირის მანდატითგანსაზღვრული, იგი შეფასებულია, როგორც მკვეთრად უარყოფითი, მრავალი დარღვევებით, მათ შორისისეთი ფუნდამენტური პრინციპის, როგორიცაა არჩევანის ფარულობა.
ეუთოს დასკვნა ცალსახად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ არ არსებობდა ნდობაამომრჩევლის მხრიდან, რაც აისხა არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, მასობრივსაპროტესტო აქციებში, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისდარღვევით.
კონკრეტულად დასკვნა ხაზს უსვამს შემდეგ დარღვევებსა და ნეგატიურ გარემოებებს:
- უახლესი კანონმდებლობა, რომელიც ე.წ. რუსულ კანონს გულისხმობს და რომელმაც ნეგატიურიეფექტი იქონია ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე;
- საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების პოლიტიზირება საარჩევნო მიზნებისთვის;
- ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, სადაც არჩევნების დღეს ამომრჩეველს ეზღუდებოდაშურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემა;
- ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ამომრჩევლის ნების კონტროლის მიზნით ხმისმიცემის პროცესის ვიდეო ჩაწერა, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა არჩევნებისადმი;
- არჩევნების შემდგომ პერიოდში, საჩივრების არასათანადოდ განხილვა და შეზღუდულისამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობა;
- საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, მათ შორის მონაწილეების დაპატიმრება და მათმიმართ სასტიკი მოპყრობა;
- მედიის პოლარიზება და ინსტრუმენტალიზება, ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანისშეზღუდვა;
- პოლიტიკური დაფინანსების არასათანადო მონიტორინგი და რესურსების მნიშვნელოვანიდისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ;
- განსაკუთრებული ზეწოლა საჯარო მოხელეებზე;
- საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტიანობა.
ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ დალოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიულიოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად“, - ნათქვამია პარტიების განცხადებაში.
ეუთომ და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა, ოდირმა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო ანგარიში 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის გავლენის, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და ამომრჩეველებზე ზეწოლის შესახებ სერიოზული შეშფოთების ფონზე, რამაც არჩევნების დღის პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობას, ხმა მიეცა შურისძიების შიშის გარეშე.
„ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა ამ არჩევნების მთლიანობაზე და დაარღვია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ“, - განაცხადა ოუენ მერფიმ, საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
ეუთო/ოდირი ხელისუფლებას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს.
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მისი მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მხარდაჭერის გამოცხადება, არამედ, „უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას“, ეს კი, „საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით“.