უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ითხოვს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს სამიტზე, რომელიც 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი, უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი არ განიხილონ. ორბანის წინააღმდეგობა არა მხოლოდ უკრაინის საკითხს, არამედ გაფართოების მთელ პაკეტს უქმნის საფრთხეს, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისათვის ორშაბათს გაგზავნილ წერილში ორბანი ასევე აღნიშნავს, რომ სამიტმა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის გეგმაზე, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობით ეკონომიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით“, - ნათქვამია ვიქტორ ორბანის წერილში.
ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების, ხოლო საქართველოსთვის - კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.
8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს, ზოგიერთი რეფორმის განხორციელების პირობით, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირის ლიდერების კონსენსუსია საჭირო.
ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ „ევროკომისიის წინადადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ცუდად მომზადებულია“ და არ უნდა იქნეს შეტანილი სამიტის დღის წესრიგში.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რაც მან ოქტომბერში, საქართველოში ვიზიტის დროსაც დაადასტურა.
ევროკავშირის ფონდებს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევრო აქვთ გაყინული, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემების გამო. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ორბანის ერთ-ერთი მიზანი შეჩერებული დაფინანსების აღდგენაა.
