ევროპარლამენტის წევრები ტაის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, დაიწყოს მიზანმიმართული სანქციების მომზადება მათ მიმართ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ამ დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაძლო სწრაფად მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, ევროპარლამენატრებს შემდეგი გადაუდებელი კითხვები აქვთ:
- 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე, უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი წარადგენს თუ არა მიზანმიმართულ შემაკავებელ ზომებს ბატონი ივანიშვილის, ბატონი კობახიძისა და ბატონი პაპუაშვილის წინაააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს და საქართველოს პრეზიდენტის პოტენციური ვეტოს გაუქმებას;
- დაავალებენ თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპული საგარეო კავშირების სამსახურსა (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს (DG NEAR) შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი რანგის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან - თუ ეს არ ეხება კანონის გაუქმებას - მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე გადანაწილებით და თავი შეიკავონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისგან მანამ, სანამ კანონი ძალაში იქნება;
- იღებს თუ არა ვალდებულებას უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი კანონის მიღებისთანავე დაიბაროს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, რათა გამოხატოს, რომ ევროკავშირი გმობს და გააცნოს მისი განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღების შესახებ, განხილული იქნება თუ არა ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება;
დღეს, 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. სხდომაზე, რომელიც ერთი წუთი გაგრძელდა, ოპოზიციამ შესვლა ვერ შეძლო, რადგან პარლამენტის შესასვლელები პოლიციას და სპეცრაზმს ჰქონდა დაკავებული.
კომიტეტის სხდომის წინა ღამე მოქალაქეებმა პარლამენტთან გაათენეს. გამთენიისას ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია დაარბია და პარლამენტის შესასვლელები გაათავისუფლა, რათა „ქართული ოცნების“ დეპუტატებi საკანონმდებლო ორგანოში შესულიყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. მათ ნაწილს სპეცრაზმის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ.
მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მიიღოს.
