ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანას „მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც იგი სამართლიანად ისწრაფვის“. ამის შესახებ ნათქვამია როზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ 26 იანვარს მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 5 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 6 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
„ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს ამ რეზოლუციაში გამოთქმული დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს შეშფოთებებს. ამ მხრივ,
ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობაზე რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის დამოუკიდებელი შეფასება მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუცია ასევე ეხება მედიასთან მიმართებაში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამ მიმართულებით გამოთქმულ შეშფოთებას. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად.
ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირი მზადაა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს როგორც კი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. აღნიშნულ რეკომენდაციებს შორისაა დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება, მედიაგარემოს გაუმჯობესება და გამჭვირვალე პროცედურის გზით დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, ექვსი რეკომენდაცია, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევა და მედიაგარემოს გაუმჯობესება, საერთოდ არ არის შესრულებული, ერთი რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული, სამი ნაწილობრივ, სამი კი მეტწილად.
ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლის შემოდგომისთვის მოამზადებს.
