პიროტექნიკის გამოყენება შესაზღუდია, მაგრამ „ლელოს“ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად შესაზღუდია, რასაც მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ, თუმცა ამ საკითხზე პარტია „ლელოს“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

11 დეკემბერს პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ქობულეთში 10 წლის ბიჭი დაშავდა. სხეულის ათპროცენტიანი დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით ის თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები, რომლებმაც საშიში პიროტექნიკის ამკრძალავი კანონპროექტი ცხრა თვის წინ დააინიცირეს, მმართველ პარტიას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

„მე ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი. მხარს დავუჭერდი ასეთი კანონის მიღებას და უფრო მეტიც, აუცილებლად განვიხილავთ ამ თემას კოლეგებთან ერთად.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე მხარს დავუჭერდი ისეთი კანონის მიღებას, რომელიც რადიკალურად შეზღუდავს პიროტექნიკის გამოყენებას, თუ არ არის სპეციალური ლიცენზია, ნებართვა და ა.შ.“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და საპარლამენტო უმრავლესობა მის არცერთ კანონპროექტს მხარს პრინციპულად არ დაუჭერს.

„ამ თემასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი პოზიცია. ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს“ კანონპროექტის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი 2023 წლის მარტში დააინიცირეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას მისი განხილვა არც დაუწყია. კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის, გამოყენების აკრძალვას. გამონაკლისია F1 კატეგორიის პიროტექნიკა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი ან ნაკლები და მისი გამოყენება დახურულ სივრცეში შეიძლება. კანონპროექტის მიხედვით, სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში. ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს, მაგალითად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენები. კანონის დარღვევისთვის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი განსაკუთრებით იზრდება ახალი წლის დღეებში. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან, 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 41 ადამიანს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).