თბილისის საქალაქო სასამართლომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, გუბაზ სანიკიძის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. სანიკიძე მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე ჩიოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელზე, არასაკმარისი მტკიცებულებააო. სამმა მილიონმა კაცმა უყურა ეთერში, როგორ ცილი დამწამა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სამი CD დისკი დავურთეთ ფაქტოლოგიად და პასუხში წერია, რომ ფაქტოლოგია არ არის საკმარისიო. გარდა ამისა, იქ წერია, რომ რას ვითხოვ, გაურკვეველია. არადა, ვითხოვ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად, ღიად უარყოს თავისი ნათქვამი და ბოდიში მოიხადოს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ჩამომართვეს კონვენციური უფლება, სასამართლო გამოვიყენო და უბრალო მოქალაქეს რას უზამენ?! ღარიბაშვილმა გამოაცხადა ღია და სრული კაპიტულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
სანიკიძის თქმით, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა დავას სასამართლოში.
ადვოკატმა და სარჩელის ავტორმა, ვალერი გელბახიანმა 6 აპრილს, მას შემდეგ, რაც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი აცნობეს, განაცხადა, რომ მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია და სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ზღუდავს.
„იმ სარჩელში საკითხი ორნაირად იყო დაყენებული: საქართველოში არის კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და საქმოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. ორივე უკავშირდება ღირსების დაცვას, მაგრამ ერთგან გადატანილია ცილისწამებაზე. სანიკიძის სარჩელში იყო ის, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ცილისწამების შინაარსი არ ჰქონდა. პრემიერს ღირსების და რეპუტაციის შელახვის მიზანი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ცილისწამების ნიშნებს ვერ ხედავდა ამაში. სარჩელში ასე იყო ალტრენატივა დაყენებული - თუ ჩათვლით, რომ სასამართლომ ერთ-ერთი უნდა აირჩიოს, აირჩიეთ მე-18 მუხლი [პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა], თუ არადა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით განიხილეთ. ყველა განხილვას თავისი შედეგი აქვს. კოჭლამაზაშვილმა წაიკითხა თუ არა ღარიბაშვილის გვარი, ალბათ დაფეთდა. ეს არის კორუფციის ნიშანი - რადგან პრემიერ-მინისტრს უჩივი, შენს პოზიციებს არ დავიცავ“, - აღნიშნა გელბახიანმა.
24 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს უთხრა, რომ 100 ათას დოლარად სააკაშვილს მიეყიდა, არის ნაძირალა, მოღალატე და არაკაცი. პრემიერის დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას სანიკიძემ გინებით უპასუხა. სხდომის დარბაზიდან გასვლის შემდეგ, პრემიერის თანაპარტიელი დეპუტატები სანიკიძეს დაედევნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.