საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ონლაინგამოცემა „საქართველოს ამბებს“ არ აძლევს საჯარო ინფორმაციას, 2012 წლიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის რამდენ მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რამდენ მოქალაქეს (ეთნიკურ ქართველს) უთხრა უარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
„საქართველოს ამბები“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ასევე ითხოვს ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომისიისგან, პრეზიდენტმა რამდენი დადებითი დასკვნა მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რამდენ შემთხვევაში გაიზიარა ის და რამდენჯერ თქვა უარი.
„საქართველოს ამბებმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით 5 მაისს, წერილობით მიმართა, დღეს კი ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა, რომ შესაბამის პირს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა დაევალოს.
იგივე შინაარსის ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით „საქართველოს ამბებმა“ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაც მიმართა, საიდანაც ინფორმაცია ასევე არ გადმოგვცეს.
რამდენიმე წელია ეთნიკურ ქართველებს საინგილოდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს მასობრივად ეუბნებიან. საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო საინგილოდან თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში სასწავლებლად ან სამუშაოდ ჩამოსულები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გადაუდებელ შემთხვევებშიც კი ვერ სარგებლობენ, ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ ქვეყანა დატოვონ და უკან დაბრუნების შემდეგ ბინადრობის ნებართვა ახლიდან მოითხოვონ. მოქალაქეობის არქონის გამო ისინი ვერ საქმდებიან სახელმწიფო სამსახურებშიც. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ნიკოლოზ ყიყიშვილმა მაისის დასაწყისში ამ პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრა.
11 მაისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა.
იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ - ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება.
უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია“.
საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი იმის მიუხედავად, მოქალაქეობის მიღების მსურველთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების კომისია გასცემს დადებით თუ უარყოფით დასკვნას.
იუსტიციის სამინისტროს მიერ, 2023 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძისთვის მიწოდებული მონაცემებით,
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3297 და უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა.
ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის ფედერაციის 8333-მა მოქალაქემ მოითხოვა. სამინისტრომ 2638 განაცხადი არ დააკმაყოფილა, 1765 განხილვაშია, 326 განუხილველად დარჩა, 69 კი შეჩერებულია.