პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, რომელიც გაგზავნილ იქნა ცესკოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, უარი ეთქვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებდა იმ გარემოებას, რომ საზღვარგარეთ უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. უარის ერთ-ერთი მიზეზი ასევე, იყო უსაფრთხოების საკითხი. საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და ელჩებისგან მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით მოქალაქე და იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოვუწოდებთ ცესკოს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს ჩვენს ემიგრანტებს შეუფერებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ.
მისი თქმით, ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილება საზღვარგარეთ დამატებით 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ, „არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში“.
ცესკოს ახალი განკარგულების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებისთვის ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში დამატებით თითო-თითო საარჩევნო უბანი გაიხსნება. როგორც კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განმარტა, განახლებული მონაცემების თანახმად, ამ არსებულ უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია ისე, რომ აჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ რაოდენობას - 3000 ამომრჩეველს, რაც დამატებითი უბნის გახსნის საფუძველია.
დღევანდელ სხდომაზე ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, გიორგი სიორიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საკითხი არ განიხილა და სიორიძის გამოსვლა „7 დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის, ამ პოზიტიური ნაბიჯის გადაფარვის მცდელობად“ შეაფასა.
საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ით განისაზღვრა. დღეის მდგომარეობით, ცესკო 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანს გახსნის.
