„არაფერი არ დაგვიკლია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაციის შესახებ. მისი თქმით, მომხდარზე შეტყობინება 112-ში 15:10 საათზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გადაწყდა ავიაციის მობილიზება და 3 საათზე ნაკლებ დროში პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაციაში უკვე ჩართული იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ქუთაისში მობილიზებულმა ვერტმფრენმა, სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფთან ერთად, სამწუხაროდ, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ მოახერხა აფრენა, თუმცა თბილისიდან გამოფრენილი ორი ვერტმფრენი, რომელშიც სწრაფი რეაგირების ჯგუფები იმყოფებოდნენ, შესაბამისი მძიმე ტექნიკური აღჭურვილობით, შოვში ჩამოფრინდა და საძიებო სამუშაოებსა და ევაკუაციაში ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოედანზე საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილი ტერიტორიიდან მოხდა 70 ადამიანის გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე, ესენი იყვნენ ბავშვები, მოხუცი ქალბატონები“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, სტიქიის პირველ ღამეს ვერტმფრენების გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.
„ის ვერტმფრენები, რომლებიც ჩართულები არიან, სამაშველო ღონისძიებებში, გამოგვიყენებია, დღემდე ვიყენებთ და ხვალაც გამოვიყენებთ. ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით, ღამე მანდ, რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარანაირი საჭიროება მაგის და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მაინც, ალბათ, გავრისკავდით და ვიმოქმედებდით.
რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭირო: ადგილზე მობილიზებული გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდნენ არეალს, რომელიც დატბორილი იყო და ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა. არის ურთულესი რელიეფი, კლდის და მთების მასივია ძალიან რთული და პარალელურად, იყო მაღალი ძაბვის სადენები. სითბური დრონების საშუალებით მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც ადამიანები იყვნენ უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები. იმის შემდგომ, რაც დაფიქსირდა სამწუხაროდ ის უბედურება და გარდაიცვალნენ ადამიანები, თქვენ კარგად იცით, რომ ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის - არ დაგვმატებია არც დაღუპული და მითუმეტეს, კიდევ არც დაშავებული არ გვყოლია“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
10 აგვისტოს მდგომარეობით, სტიქიური უბედურების ზონაში ნაპოვნია 21 ცხედარი, 12 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. როგორც დაღუპულებს, ისე დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან. კურორტის ტერიტორიიდან სულ 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.