საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 26 ადგილით გაუარესდა და მან 180 ქვეყანას შორის, 103-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2024 წლისთვის საქართველოში მედიის მდგომარეობა ფასდება როგორც „რთული“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით, ბელარუსში, საქართველოში, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანში მედიის ცენზურა გაძლიერდა რუსული რეპრესიული მეთოდების ეფექტური მიბაძვით.
„იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადეს, არის საქართველო (103-ე), რომელმაც 26 ადგილით დაიხია უკან. მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, მიისწრაფის მოსკოვთან დაახლოებისკენ და ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო მეტად მტრულია პრესის თავისუფლების მიმართ“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. 2023 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 77-ე ადგილზე იყო.
საქართველოს მდგომარეობა გაურესებულია უსაფრთხოების ინდიკატორითაც, რომელიც აფასებს ინფორმაციის იდენტიფიცირების, შეგროვებისა და გავრცელების შესაძლებლობას ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან პროფესიული ზიანის ზედმეტი რისკის გარეშე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო მტრული რჩება, ჟურნალისტებზე მზარდი სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმებით, დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებით.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 164-ე ადგილს იკავებს, რუსეთი 162-ეს, თურქეთი 158-ეს, ხოლო სომხეთი 43-ე ადგილზეა. აზერბაიჯანის შემთხვევაშიც ყველა ინდიკატორის გაურესება შეინიშნება, რაც ორგანიზაციის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მედიის დარბევის შედეგია.
პრესის თავისუფლების რეიტინგში 172-ე ადგილი უკავია ჩინეთს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, „ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხეა“. „მისი რეჟიმი ახორციელებს რეპრესიების კამპანიას ჟურნალისტიკის და ინფორმაციის უფლების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნავს „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“.
რეიტინგში საუკეთესო შედეგები აქვთ ევროპულ ქვეყნებს. პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, დანია, შვედეთი, ნიდერლანდები და ფინეთი.
