რუსეთის ხელისუფლება 1-ელი მარტიდან ექვსი თვით ბენზინის ექსპორტს აკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიას ოფიციალურ უწყებებში დაუდასტურეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
დროებითი შეზღუდვა არ შეეხებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი), მონღოლეთს, უზბეკეთს, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს.
გამოცემა RBC-ის ინფორმაციით, ბენზინის ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ წინადადებით მთავრობის თავმჯდომარეს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა მიმართა. 21 თებერვლით დათარიღებულ წერილში ის აღნიშნავდა, რომ მალე შიდა ბაზარზე საწვავზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც დაკავშირებულია საგაზაფხულო საველე სამუშაოების პერიოდთან, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გეგმიურ რემონტთან და ასევე, ზაფხულის არდადეგებთან.
აკრძალვა სავარაუდოდ საქართველოსაც შეეხება, რადგან რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში ნავთობი და ნავთობპროდუქტები პირველ ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს რუსეთიდან საქართველოში 552 138 600 აშშ დოლარის ღირებულების 771 395.3 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.
რუსეთმა მსგავს ზომებს გასულ წელსაც მიმართა. 2023 წლის სექტემბერში, საბითუმო ფასების მკვეთრი ზრდის გამო, მინისტრთა კაბინეტმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა შემოიღო, ნოემბერში კი გააუქმა. ამჟამად, რუსეთის მთავრობა შეზღუდვებს ნავთობბაზებზე თავდასხმების სერიის ფონზე აწესებს. წლის დასაწყისიდან ბრიანსკის, ვოლგოგრადის, კრასნოდარის, ლენინგრადისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში სულ მცირე 6 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა დრონებით თავდასხმის შედეგად. რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს.
