„რუსეთს ეშინია NATO-ს და ცდილობს მხოლოდ მათ გადაყლაპვას, ვინც უსაფრთხოების საერთო სივრცის მიღმაა და თუ მეზობელი ქვეყნის მთლიანად გადაყლაპვას ვერ მოახერხებს, ცდილობს მის ტერიტორიაზე გაყინული ომი დატოვოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტი მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ზელენსკის თქმით, ევროპის კონტინენტზე გაყინული და ცხელი ომების ადგილი არ არის.
„ამას წინათ, ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ NATO და პასუხი ძალიან მარტივია: როცა უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, მხოლოდ ომის გარანტიებია... ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ უნდა, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. აქ მხოლოდ ორი ალტერნატივაა - ან ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ერებს, თუმცა სხვადასხვა გზით, ერთსა და იმავე განუკითხაობის მდგომარეობაში.
მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპული ღირებულებებისადმი, ჯერ კიდევ არ სმენიათ მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად მოჩვენებითი ხდება. იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე და იმედგაცრუებაზე როგორც ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, ასევე იმ ერების, ვისთვისაც უკრაინაში ჩვენი ბრძოლა იმედია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე წელი გადაწყვეტილებების მიღების წელია და უკრაინა ელის, რომ ამ ზაფხულს, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე, უკრაინა მიიღებს მიწვევას გაწევრიანებაზე და გაწევრიანების გზაზე უსაფრთხოების გარანტიებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილებაა საჭირო ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც.
„პოზიტიური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები ყველასთვის. უსაფრთხოების საფუძველი. მოლდოვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში ბელარუსისთვისაც“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის, როდესაც ევროპისთვის გადაწყვეტილებების მიღება ხდება, ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველი ეჭვი - იქნება ეს ეჭვი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯებთან დაკავშირებით, ან ეჭვი ევროპის ერთიანობაში, არის თხრილი, რომლის დაკავებას რუსეთი აუცილებლად შეეცდება.
სამიტს 47 ქვეყნის ლიდერი ესწრება, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
