ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის 49 წლით გადაცემის საკითხს 28 დეკემბერს განიხილავს. სხდომის პარალელურად სოხუმში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ერთი კვირის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ე.წ. პარლამენტის წევრებს დახურულ ფორმატში შეხვდა და ცდილობდა, ბიჭვინთის გადაცემის თაობაზე რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების დაუყოვნებლივ რატიფიცირების აუცილებლობა დაესაბუთებინა.
ბჟანიას მოუწოდებენ, პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და უკანონო, ანტიეროვნულ ინიციატივაზე უარი თქვას.
„ჩვენ ყველას ბიჭვინთის საკითხი გვაერთიანებს. მიგვაჩნია, რომ დიპლომატიური მეთოდები არ მუშაობს, სხდომის ჩატარების დროს უნდა შევკრიბოთ, ყველამ უნდა ნახოს ხალხი, რომელიც შეთანხმების წინააღმდეგია“, - განაცხადა „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან არ გაიწვევენ, ისინი ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ.
ე.წ. ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტს ასევე მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ე.წ. აპარტ-ოტელების შესახებ კანონპროექტიც, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში საცხოვრებელი ფართის შეძენის უფლებას მისცემს.
რუსეთის ფედერაციისთვის „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ გადაცემის შესახებ შეთანხმება 2022 წლის იანვარში გაფორმდა, თუმცა დე ფაქტო პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დღემდე არ არის. დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, რუსეთს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს აგარაკი (184 ჰექტარი ტერიტორია) - მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და მასთან არსებული ზღვის აკვატორიის ნაწილი. შეთანხმება 49 წლის ვადით არის დადებული, თუმცა შესაძლებელია ავტომატურად გახანგრძლივდეს კიდევ 15-წლიანი პერიოდით. რუსული მხარე გადაცემული ქონების სანაცვლოდ ბიუჯეტში ყოველწლიურად 1 რუბლს გადაიხდის.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თანამედროვე რეზიდენციის მოწყობა სურს.
გასული წლის აგვისტოში სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩი მიხაილ შურგალინი აცხადებდა, რომ შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აფხაზეთში რუსეთის მიერ ისეთი მსხვილი პროექტების ინვესტირებაზე აისახება, როგორებიცაა აეროპორტისა და ტურისტული ობიექტების მშენებლობა და აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში, „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის შესაძლო გადაცემის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს და ხალხის ნების გარეშე მიღებულს უწოდებს.
„ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად და ამიტომ არის ჩვენი დასაცავი. ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაცა დე-ფაქტო ნაბიჯები,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.