დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთი ვერ დაგვეხმარება - ბჟანია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალოვანი სტრუქტურების და ზოგიერთი სახელმწიფო თანამშრომლის ხელფასს აფინანსებს რუსეთი, რომელიც აწარმოებს ძალიან რთულ ომს, რომლის ერთი დღე 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვერ გაგვიწევს ფინანსურ მხარდაჭერას და რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეძლებენ ნორმალურად ფუნქციონირებას, რადგან ორი ათას რუბლად (57 ლარი) მუშაობას ცოტა ვინმე თუ დასთანხმდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არავის ვაშინებ, მაგრამ რადგან დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ის ეკონომიკური შინაარსით უნდა იყოს სავსე. განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია.

ამიტომ სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ 30-40-ჯერ მეტი უნდა იყოს“,- განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 27 ივლისს, სოხუმში, ქალაქის დეფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ბჟანია დარწმუნებულია, აფხაზეთს აქვს პოტენციალი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მუშაობს. „აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის“ გაზრდის მიზნით, დეფაქტო პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების აუცილებლობას.

მისი თქმით, ამ კანონის მიღების შემდეგ აპარტ-ოტელებისა და ბინების მშენებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება „აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის“ განმტკიცებისთვის და დადებით როლს ითამაშებს ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა აეროპორტის რეკონსტრუქცია და „ქვეყნის გაზიფიცირება“.

„ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, ის დამოუკიდებელია. სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეებმა მიიღონ საკმარისად მაღალი ხელფასი და არ ჩაიხედონ ვიზიტორების ჯიბეებში. ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ბიუჯეტის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული“ - აღნიშნა ბჟანიამ და დასძინა, რომ ეკონომიკური საკითხების პოლიტიზება არ უნდა მოხდეს.

კანონპროექტი, რომელიც დეფაქტო პრეზიდენტის აპარატის მიერ არის მომზადებული, ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო 10-12 წლის განმავლობაში აპარტ-ოტელებისა მშენებლობას ითვალისწინებს, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით.

დეფაქტო ხელისუფლება კანონის მიღების შემთხვევაში ვარაუდობს:

  • 2 მლნ კვ. მეტრი ახალი საცხოვრებელი ფართობის შექმნას, რისთვისაც 300 ჰა მიწის გამოყოფას აპირებენ;
  • ინვესტიციის სახით 2025 წლამდე 160 მლრდ რუბლის (1,9 მლრდ დოლარი) მოზიდვას;
  • მშენებლობის დროს ხელფასების სახით 32 მლრდ რუბლის (380 მლნ $) გაცემას;
  • ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით 10 მლრდ რუბლის (119 მლნ $) შეტანას;
  • ტურიზმის ბიზნესში 13 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას;
  • აპარტამენტების მოსაკრებლიდან (1000 რუბლი (12$) 1 კვ. მეტრზე) წლიურად 2 მლრდ რუბლის (24 მლნ $) შემოსავლის მიღებას;
  • 30 ათასი აპარტამენტის მშენებლობით, ტურისტების რაოდენობის გაზრდას 1,5 მლნ-ით, რაც ოკუპირებულ რეგიონში გაზიფიკაციის პროგრამის დაწყების იმედს აძლევთ (პროგრამის ღირებულება 59 მლრდ რუბლია (700 მლნ $).

„აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ“ კანონპროექტებს მწვავედ აკრიტიკებენ აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთში დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას, ასიმილაციის ახალი ტალღის დაწყებას, გამოიწვევს პოლიტიკურ დაძაბულობას და დროთა განმავლობაში მოამზადებს ნიადაგს აფხაზეთის დამოუკიდებელი სტატუსის შეცვლისთვის“, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ახიაცა“ კანონპროექტს და ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, უარი თქვან მის განხილვაზე.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დეფაქტო ხელისუფლება აპარტამენტების შეძენას უკრძალავს იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 1992-93 წლების საომარ მოქმედებებში „აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“.

26 ივლისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაციას, რის შედეგადაც სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი 49 წლის ვადით, მართვაში რუსულ კომპანიებს გადაეცემათ.  რუსეთი ნახევარი საუკუნით ითხოვს ბიჭვინთის უნიკალური ტყეების გადაცემასაც, რასაც აფხაზური საზოგადოება ასევე ეწინააღმდეგება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.