რუსეთმა უკრაინაზე ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. 22 მარტის ღამეს საჰაერო თავდასხმის განგაში მთელ ქვეყნაში გამოცხადდა. რუსეთის სამიზნე სხვდასხვა რეგიონში არსებული კრიტიკული მნიშვნელობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა - ჰიდროელექტრო და თბოსადგურები, ასევე, მთავარი ქვესადგურები იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
თვითმფრინავების, ისკანდერების, „კინჟალებისა“ და X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, ვინიცას, სუმის, ლვოვის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რაიონებში.
სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ კუდრიცკის შეფასებით, უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა, რომელიც კომბინირებული იარაღის გამოყენებით ხასიათდებოდა.
„ბევრ რეგიონში დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები, განსაკუთრებით, სამწუხაროდ, ქალაქ ხარკოვში, სადაც ზარალის მასშტაბები უფრო დიდია, ვიდრე სხვაგან“, - განაცხადა კუდრიცკიმ.
თავს დაესხნენ დნიპროს ჰიდროელექტროსადგურსაც, რომელიც ყველაზე დიდი ჰესია უკრაინაში. სადგურზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ვითარება კონტროლდება. ვოლოდიმირ კუდრიცკის თქმით, კაშხლის გარღვევის საფრთხე არ არსებობს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წუხანდელ თავდასხმაში 60-ზე მეტი „შაჰიდის“ ტიპის დრონი და 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა მონაწილეობდა. ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს შეახსენა, რომ უკრაინის დახმარებისგან განსხვავებით, რუსულ რაკეტებს შეფერხებები არ აქვთ.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს დაგვიანებისა და გადავადებული გადაწყვეტილებების ფასი. „პატრიოტის“ სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე. საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. საჭიროა ამ გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის შეტევას მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზაპორიჟიეში დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, 14 დაშავდა, 3 კი დაკარგულად მიიჩნევა.
