ხაბაროვსკში მდებარე მანქანათმშენებლობის ქარხანა „დალენერგომაში“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკური აღჭურვილობის ექსპორტს იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, 2023 წელს აზოტის აირის გენერატორები გაიგზავნება ქიმიურ ქარხანაში - „რუსთავის აზოტში“, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„იმის წყალობით, რომ საბჭოთა კავშირის დროს იქ [საქართველოში] აშენდა ქიმიური კომბინატი, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს, კავშირები დარჩა, ჩვენ ისინი განვაახლეთ და ვმუშაობთ“, - განაცხადა ალექსანდრ მიკუშოვმა, „დალენერგომაშის“ ექსპორტის განყოფილების მენეჯერმა ხაბაროვსკის ტელეარხთან.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კომპანიას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ საბანკო გადარიცხვებში პრობლემები შეექმნა, თუმცა ადაპტირება მოახერხა და ახლა ყველა ხელშეკრულებას რუბლებში აფორმებს. გარდა ამისა, სპეციალისტებს ახალი ლოჯისტიკური ჯაჭვის განვითარება დასჭირდათ.
„როდესაც საქმე ეხება მსხვილ პროდუქციას, როგორიცაა, მაგალითად, აზოტის აირის გენერატორი ქიმიური კომბინატისთვის, დანიშნულების ადგილზე - ყაზახეთში, საქართველოში თუ უზბეკეთში მიწოდება მანქანებით ხდება, ხოლო ინდოეთში, ძირითადად, კონტეინერით, ზღვით ვგზავნით“, - განაცხადა მიკუშოვმა. როგორც ის ამბობს, ქართულ საწარმოსთან წელს „მსხვილი კონტრაქტი“ გააფორმეს.
„დალენერგომაშის“ მთავარი ინჟინერი ვიაჩესლავ კონდრატიუკი აღნიშნავს, რომ მეტალურგიულ ქარხნებში, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ხარკოვის (უკრაინა) „გიპროკოკსის“ პროექტით აშენდა, გენერატორების ჩანაცვლება ძალიან რთულია - „ამიტომ ამ დრომდე ჩვენი გენერატორები გამოიყენება, ხდება ნაწილების მიწოდება. მანქანები 50 წლის განმავლობაში მუშაობენ“.
„დალენერგომაში“ მეტალურგიული კომპლექსისა და ქიმიური მრეწველობის ქარხნებისთვის კომპრესორების, წნევის და ელექტრო მოწყობილობების წარმოებაშია სპეციალიზირებული. საწარმო აღჭურვილობას ათობით ქვეყანას აწვდის, მათ შორის, ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთსა და ირანს.
