საჭიროა რეფორმების გატარება, კითხვებზე პასუხის გაცემა - მეცოლა კანდიდატის სტატუსზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ მხარდაჭერა მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინისა და ევროპის ფართო საზოგადოების მიმართ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შეკითხვაზე, როგორია ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მეცოლამ განაცხადა, რომ საჭიროა რეფორმების გატარება.

„როგორც გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვთქვი, რომელმაც ბრიუსელში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. საჭიროა რეფორმების გატარება, კითხვებზე პასუხის გაცემა და მოსალოდნელია კომენტარები, მაგრამ რეფორმები გზაშია და მე მწამს საქართველოს და ქართველი ხალხის მათ გზასა და პერსპექტივაში“, - განაცხადა მეცოლამ.

მას შეკითხვა მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებაც დაუსვეს. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, რომ სამიტი მოლდოვაში იმართება არა მხოლოდ მის მიმართ მხარდაჭერას აჩვენებს, არამედ ევროკავშირის ვალდებულებას, რომელიც მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ წარმოიშვა.

„ევროპარლამენტში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე წელს უნდა დაიწყოს. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ უპასუხა მოლდოვამ ევროკომისიის რეკომენდაციებს და აგრძელებს სამუშაოს. ჩვენ მზად ვიქნებით, როცა მოლდოვა მზად იქნება, რადგან მოლდოვას ადგილი ევროკავშირშია“.

ასოცირებული ტრიოს წევრებმა - უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის მარტში წარადგინეს. საქართველო ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთის შეჭრის გამო უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამასთან, ევროკომისიამ სამივე ქვეყანას, გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, რეკომენდაციები მისცა.

ევროკავშირი მზად არის, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას/პრიორიტეტს შეასრულებს. რეკომენდაციებს შორისაა დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკუთარ შეფასებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. სრულუფლებიან წევრობაზე ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იწყება. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).