უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 93 ხმით 18-ის წინააღმდეგ, მიიღო უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აგრესორად მოიხსენიებს და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არ არის საქართველო - საქართველომ, ჩინეთმა, და კიდევ 63-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
193-წევრიანი გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ბელარუსმა, ისრაელმა, უნგრეთმა, ბურკინა ფასომ, ბურუნდიმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ეკვატორულმა გვინეამ, ერიტრეამ, ჰაიტიმ, მალიმ, მარშალის კუნძულებმა, ნიკარაგუამ, ნიგერიამ, პალაუმ და სუდანმა.
უკრაინულ-ევროპული რეზოლუცია შეიცავს დეესკალაციისკენ, საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოწოდებებს. გაეროში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ელჩმა დოროთი შეამ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ ტექსტი იმეორებს წინა რეზოლუციებს, რომლებმაც „ომი ვერ შეაჩერეს“.
„ის ძალიან დიდხანს გაჭიანურდა და მეტისმეტად საშინელ ფასად დაუჯდა ხალხს უკრაინაში, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ. უკრაინელებისა და რუსების თაობები დაიღუპნენ ამაოდ. ომმა მსოფლიო მიიყვანა ბირთვულ დაპირისპირებასთან. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ის, მით მეტ ტანჯვას მოიტანს ორივე ერისთვის. ეს ომი ახლა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ალტერნატიული რეზოლუციის დამტკიცებაზე, რომელიც მოითხოვდა ომის დასრულებას რუსეთის აგრესიის ხსენების გარეშე. რუსეთის ელჩმა რეზოლუციას „კარგი ნაბიჯი“ უწოდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის რეზოლუცია შეესაბამებოდა პრეზიდენტ ტრამპის ხედვას, რომ გაერო უნდა დაუბრუნდეს თავის „სადამფუძნებლო მიზანს - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მათ შორის დავების მშვიდობიანი მოგვარების გზით“.
საფრანგეთმა, ევროპის 20 ქვეყნის სახელით, აშშ-ის რეზოლუციაში შესწორებების შეტანა მოითხოვა. ერთ-ერთი შესწორებით ფორმულირება „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი“ შეიცვალა „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრით“, ასევე დაემატა „სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობისკენ“ მოწოდება. ამასთან, გენერალურმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის შესწორებას „უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ“. შეცვლილი რეზოლუცია 93 ხმით მიიღეს, აშშ-მა და კიდევ 72-მა ქვეყანამ თავი შეიკავეს, ხოლო 8-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.
გენერალური ასამბლეის რეზოლუციები იურიდიულად სავალდებულო არ არის.
