უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. დასაქმების პროგრამა საპილოტო რეჟიმში ონლაინგანაცხადების მიღებას 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყებს, სრულყოფილად კი 2023 წლიდან ამოქმედდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
უნგრეთის მთავრობას დეფიციტური პროფესიების სიაში 150-მდე პროფესია აქვს შეტანილი, მათ შორისაა, მძღოლი, მშენებელი, ბანკის მოლარე-ოპერატორი, მექანიკოსი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, IT სპეციალისტი, მზარეული, მიმტანი, მედდა, მასაჟისტი, სოციალური მუშაკი, საკუთრების მცველი, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ოფისის ადმინისტრატორი, მენეჯერი და სხვა.
უნგრეთში 3 თვიდან 5 წლამდე ვადით ლეგალურად დასაქმებას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებსაც დეფიციტური პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ და უნგრელი დამსაქმებლების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ანაზღაურებას დამსაქმებლები განსაზღვრავენ და შრომით ურთიერთობებს ხელშეკრულებით დაარეგულირებენ.
„მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, უნგრელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. ამ კონტექსტში აღინიშნა ავიაკომპანია Wizz Air -ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან რეისების რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობა.
უნგრეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია. უნგრეთს ჩრდილოეთით სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უკრაინა და რუმინეთი, სამხრეთით - სერბეთი და ხორვატია, სამხრეთ-დასავლეთით - სლოვენია, ხოლო დასავლეთით ავსტრია ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქია ბუდაპეშტი, ოფიციალური ენა უნგრულია, ეროვნული ვალუტა კი ფორინტი. 1 ფორინტი 0.0071 ლარი ღირს.
უნგრეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა ინტენსიური სოფლის მეურნეობით. საშუალო ჯამური ხელფასი 1027 ევროა.
