ბოლო წლების განმავლობაში მთელს მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებლების რაოდენობა მცირდება და დღეისთვის 1.25 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო შეფასების მიხედვით, ყოველი 5 ადამიანიდან ერთი თამბაქოს მომხმარებელია, მაშინ, როცა 2000 წელს თამბაქოს ყოველი მესამე მოიხმარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ჯანმოს მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 29% მოიხმარს - დაახლოებით 842 ათასი ადამიანი. მწეველია კაცების 54.7% და ქალების 7.1%. შედარებისთვის, მაგალითად, გერმანიაში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 18.8%-ია, საფრანგეთში - 29.2%, ხოლო მეზობელ აზერბაიჯანში - 19.3%.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება - 26.5%. მას მოსდევს ევროპის რეგიონი, სადაც მოსახლეობის 25.3%-ია მომხმარებელი. ჯანმოს ანგარიში აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ევროპა შესაძლოა პირველი იყოს თამბაქოს ნაწარმის მოხმარებით (მოსახლეობის 23%-ზე ოდნავ მეტი). აღსანიშნავია, რომ ქალებს შორის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ევროპაში ორჯერ მეტია გლობალურ საშუალოზე და გაცილებით ნელა მცირდება, ვიდრე ყველა სხვა რეგიონში.
იმ დროს, როდესაც 2010 წლის შემდეგ თამბაქოს მოხმარების პრევალენტობა ზოგიერთ ქვეყანაში ოდნავ შეიცვალა, ექვს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების ზრდა შეიმჩნევა, ესენია: კონგო, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, ომანი და მოლდოვა. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ უმეტეს ქვეყნებში 13-15 წლის ბავშვები თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს იყენებენ.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული თამბაქოს კონტროლის მხრივ, მაგრამ თვითკმაყოფილებისთვის დრო არ არის“, - აცხადებს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დირექტორი. „გაოგნებული ვარ იმით, თუ რაზე წავა თამბაქოს ინდუსტრია უთვალავი სიცოცხლის ხარჯზე მოგების მისაღებად. ვხედავთ, რომ სწორედ მაშინ, როდესაც მთავრობა ფიქრობს, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა მოიგო, ინდუსტრია იყენებს ამ შესაძლებლობას ჯანდაცვის პოლიტიკით მანიპულირებისთვის და თავისი მომაკვდინებელი პროდუქტების გასაყიდად“.
ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გატარება და ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის წინააღმდეგ.