საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა დასული - ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 ათასი სამუშაო ადგილი, ლარის კურსი არის სტაბილური და მთავრობას აქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება.

„გასული წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული მონაცემები. კერძოდ, 10.1% არის 2022 წლის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ორი წელია ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ყოფილა. ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების გააზრებული, გონივრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ორნიშნა ინფლაცია. გასულ წელს იყო პერიოდი, როდესაც ინფლაციამ მიაღწია 12 და 13%-ს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის გლობალური გამოწვევა, პრობლემა, რომელიც დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ გაგრძელდა უკრაინის ომის შემდეგ. ამას ევროპაში ომიდან გამოწვეული ინფლაციაც დაარქვეს. ჩვენ არ ვიქნებოდით გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას. კერძოდ, 9.4%-ია უკვე მიმდინარე ინფლაცია, რაც შეიძლება ითქვას, რომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად, კიდევ უფრო შევამციროთ ინფლაცია. მოგეხსენებათ, ფასები არის ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დღეს მსოფლიოს და ჩვენ ხალხს აწუხებს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე ვარაუდობენ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებასაც. „გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარში 667 668 ადამიანმა მიიღო ფულადი საარსებო შემწეობა, რაც 2022 წლის იანვრის მონაცემებზე 19 492-ით მეტია. ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს მხოლოდ 389 650 ადამიანი იყო საარსებო შემწეობის მიმღები, დღევანდელი რაოდენობა კი 7 წლის წინანდელ მონაცემს 278 018-ით აღემატება.

მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 139 011 სოციალურად დაუცველი, თუმცა მათ 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა და სხვა შეღავათები, რითაც სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეები სარგებლობენ.

2021 და 2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში ათობით ათასი ადამიანი წავიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა საქართველოს მოქალაქემ, ქვეყანაში დაბრუნდა 38 526 ადამიანი, საზღვარგარეთ დარჩა 40 825. გასული წლის მონაცემები საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ემიგრანტების რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად გაზრდილი უნდა იყოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).