საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია - არძინბა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომამდე, რომელიც ორშაბათს არის დაგეგმილი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება უკრაინაში, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომის ალბათობა, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მაღალია, სამწუხაროდ. ამიტომ, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა უზრუნველვყოთ თავდაცვისუნარიანობა, მტკიცედ უნდა ვიდგეთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა ინალ არძინბამ 15 სექტემბერს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების გარკვეული განცხადებები და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება: „საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ იზრდება ხელშეკრულებები საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაზე, მიმდინარეობს კონსულტაციები NATO-სთან, აქტიურად მუშაობს დაზვერვა, მათ შორის, ამ საქმეში მათ ეხმარებიან NATO-ს ქვეყნების სადაზვერვო სტრუქტურები და ცდილობენ აქ ინფორმაციების შეგროვებას“.

14 სექტემბერს, სოხუმში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან - გაეროს,  ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ინალ არძინბას მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს და მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს.

„კერძოდ, ცოტა ხნის წინ, მმართველის პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში განიხილება რეფერენდუმის ჩატარება „მეორე ფრონტის“ შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. ყველას მშვენივრად გვესმის, რა მოიაზრება „მეორე ფრონტში“ და ეს ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – თქვა ტუჟბამ.

მან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, „მსგავს მუქარებზე“ რეაგირება მოახდინონ „რეგიონში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“. გარდა ამისა, ირაკლი ტუჟბამ აღნიშნა, რომ აუცილებელია „საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ დოკუმენტის შეთანხმება და ხელმოწერა, რაც, როგორც ის ამბობს, ჟენევის დისკუსიების წინაშე მდგარი „საკვანძო მიზანი და ამოცანაა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მეორე ფრონტის“ შესახებ მორიგი განცხადება 13 სექტემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის და ომში საქართველოს ჩართვის სურვილი აქვთ:

„ეს ღია გზავნილია. ეს გზავნილი, ალბათ, საზოგადოების წინაშეც არის. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას „მეორე ფრონტი“. რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება, იმას გავყვეთ“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 14  სექტემბერს განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მის განცხადებაში „რეალურად სარკაზმი იყო“ და „მცირე ირონიაც, შეიძლება“.

„როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა... მაშინ იყო რუსული პროვოკაციები და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ არავითარი  ომი, სადაც კიდევ ერთხელ, იარაღით ხელში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები.

როდესაც ღირებულებით ჭრილში, პირველ რიგში არ მოგვწონს ის და შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს. ეს არ უნდა დავუშვათ“, - თქვა კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიებმა ირაკლი კობახიძე ამ განცხადებების გამო მწვავედ გააკრიტიკეს. პარტია „ლელოს“ შეფასებით, პლებისციტის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ მტრული და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელებაა, ხოლო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული რეგიონების [აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი] უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოსთან შედარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უარყოფად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.