ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომელთა საფუძველზეც ორი ინსტანციის სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო განაჩენზე პირდაპირ გავლენას იქონიებს.
„განაჩენი უზენაეს სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული. ამის პარალელურად, დღეს სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან, იმის გარდა, რომ ეს პროცესი მთლიანად უკანონოა, ამავე დროს ის ანტიკონსტიტუციურიც არის. საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება იმ ნორმების კონონიერება, რომელიც გამოყენებული იქნა სასამართლოს მიერ. ეს არის ხანდაზმულობა, გადაკვალიფიცირების უფლება იმ ფორმით და იმ სახით, როგორც სასამართლომ გამოიყენა ამ განაჩენში. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ ამ ნორმების ამ ნორმატიული შინაარსის გაუქმებას“, - განაცხადა კორძაძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვამდე, აპირებენ, ქვეყანაში არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება ამოწურონ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო სრულად დაქვემდებარებულია“.
„ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის იმ დევნის შესახებ, რომელიც უკვე 4 წელიწადია, ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს პოლიტიკური დევნა „ქართული ოცნების“, მისი დამფუძნებლის დაკვეთილი იყო და პროკურატურამ და სასამართლომ განახორციელეს. დღეისთვის ყველაფერი ნათელია, როგორ უმსგავსოდ მიიღება გადაწყვეტილებები სასამართლოში იმ კლანის დაკვეთით, რომელიც აშშ-ის მიერ იქნა სანქცირებული. სწორედ ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილების უკან, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიიღეს. ამ დევნის მიზანი ჩვენი რეპუტაციის, ჩვენი სახელის შებღალვა იყო, რაც არ გამოუვიდათ.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ სარჩელით კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რაოდენ სამარცხვინო იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შემდგომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, როდესაც დეპუტატის მანდატი შემიწყვიტეს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
2022 წლის 12 იანვარს, სამწლიანი პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ასევე, ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა, ხოლო წერეთელს დანაშაულში თანამონაწილეობას, თუმცა, მოსამართლე გიორგი არევაძემ კვალიფიკაცია შეცვალა იმ მუხლით, რომელზეც ხანდაზმულობა ვრცელდება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლებაში, ხოლო ავთანდილ წერეთელი - თაღლითობაში თანამონაწილეობისთვის. სასამართლომ სამივეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.
2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა. განაჩენი ორივე მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული. პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლის გადაკვალიფიცირებაში, ხოლო ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი მიიჩნევდნენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმებულიყო და გამართლებულიყვნენ. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მერაბ ჯორბენაძის, დავით მამისეიშვილისა და ვეფხია ლომიძის შემადგენლობით, სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა.